https://sputnik-georgia.com/20260302/deputati-saqartvelo-mshvidobis-kunzulia-297401045.html
დეპუტატი: საქართველო დღეს მშვიდობის კუნძულია
დეპუტატი: საქართველო დღეს მშვიდობის კუნძულია
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა. 02.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-02T18:12+0400
2026-03-02T18:12+0400
2026-03-02T18:12+0400
საქართველო
ქართული ოცნება
ისრაელი
ირანი
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/83/247158317_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_404c9d9c2712176ab20323726cd9ad0f.jpg
თბილისი, 2 მარტი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიცტიკის წყალობით, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო მშვიდობის კუნძული გახდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივის განცხადებით, დარტყმების მიზანია - არ დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღება. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანული ფლოტისა და თავდაცვითი მრეწველობის განადგურების განზრახვის შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელებული იერიშის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და მისი ოჯახის წევრები მოკლეს. საპასუხოდ, ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიასა და ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.მისი თქმით, საქართველოში არსებულმა მშვიდობამ უზრუნველყო იმ ავიარეისების გადაადგილება, რომლის შესაძლებლობაც იმ ქვეყნებში მოკლებულია, სადაც ომი მიმდინარეობს.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ მთავრობის ეფექტურობას ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით.საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
საქართველო
ისრაელი
ირანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24715/83/247158317_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_92b1ab7b1f76f39a8b81e9179f60e7ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , ისრაელი , ირანი , აშშ , პოლიტიკა საქართველოში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , ისრაელი , ირანი , აშშ , პოლიტიკა საქართველოში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები
დეპუტატი: საქართველო დღეს მშვიდობის კუნძულია
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
თბილისი, 2 მარტი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიცტიკის წყალობით, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო მშვიდობის კუნძული გახდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. თელ-ავივის განცხადებით, დარტყმების მიზანია - არ დაუშვას თეირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღება. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანული ფლოტისა და თავდაცვითი მრეწველობის განადგურების განზრახვის შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელებული იერიშის შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და მისი ოჯახის წევრები მოკლეს. საპასუხოდ, ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიასა და ახლო აღმოსავლეთში განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.
„ქართველი ხალხი და ხელისუფლება გარედან არსებულ ზეწოლებს არ აჰყვა და მდგრადი მშვიდობა შევინარჩუნეთ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორი მნიშვნელოვანია საკუთარმა ქვეყანამ იზრუნოს მშვიდობაზე. გარშემო არსებულ მოვლენებს რომ დავუკვირდეთ, საქართველო მშვიდობის კუნძულად არის ქცეული", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში არსებულმა მშვიდობამ უზრუნველყო იმ ავიარეისების გადაადგილება, რომლის შესაძლებლობაც იმ ქვეყნებში მოკლებულია, სადაც ომი მიმდინარეობს.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ მთავრობის ეფექტურობას ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით.
„ჩვენი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფა, ამიტომ ომის დეესკალაციისთვის დიპლომატიური გზების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა დეპუტატმა.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.