ზეწოლა და პოლიტიკური თამაშები: ბოჭორიშვილი ევროკავშირში გაწევრიანების დაბრკოლებებზე

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2026
გამოწერა
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
თბილისი, 2 მარტი - Sputnik. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისწრაფვოდა დაემტკიცებინა თავისი ევროპული იდენტობა, რომ იგი ევროპის ნაწილია, თუმცა, კანდიდატი-ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოლოდინში ქვეყანა ზეწოლისა და შანტაჟის საგანი აღმოჩნდა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „ნოესთან“.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო. თუმცა, 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. 2025 წელს თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები შეიცვალა - ევროპული ინტეგრაციის კურსი ფორმალურად შენარჩუნდა, მაგრამ მხარეებს შორის დიალოგი, პრაქტიკულად, შესამჩნევად გაცივდა.
„ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ნაბიჯი იყო, ჩვენ ნაბიჯს ვდგამდით ევროკავშირის წევრობისკენ. ამ დროს კი ვიღაცისთვის ეს უბრალოდ ზეწოლის საშუალება იყო... ეს ნამდვილად მტკივნეული იყო, რადგანაც შენ ამ ურთიერთობებს ფასეულობათა პრიზმით უყურებ, ვიღაცისთვის კი ეს უბრალოდ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის ინსტრუმენტია, “, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროპული კუთვნილება უკავშირდება ქრისტიანულ ფასეულობებს, სწორედ „ამ ქრისტიანობაშია ის ფესვები, რაც საქართველოს აერთიანებს ევროპასთან".
„რაზე დგას ევროპა - ეს ქრისტიანული ფასეულობებია, ამას იცავ შენ მთელი შენი ისტორია და ზუსტად ამიტომ ხარ მუდმივად ევროპული ფასეულობების დამცველი", - აღნიშნა მინისტრმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
ყველა ახალი ამბავი
0