https://sputnik-georgia.com/20260301/saqartvelodan-20-aviareisi-gauqmda-297391476.html
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა
Sputnik საქართველო
შაბათს, 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმების სერია განახორციელეს. 01.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-01T17:00+0400
2026-03-01T17:00+0400
2026-03-01T17:00+0400
საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ისრაელი
აშშ
ირანი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277754114_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_38ab57f4a1f65634d8745d78b50c3dbc.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ჯამში 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.გავრცელებული ინფორმაციით, 1-ელ მარტს თბილისის აეროპორტიდან დაგეგმილი ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ოთხივე რეისი გაუქმდა. ავიაკომპანია Wizz Air-მა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს, 7 მარტამდე ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბისა და ამანის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა. გარდა ამისა, პრევენციის მიზნით, Wizz Air -მა მიიღო გადაწყვეტილება 2026 წლის 2 მარტამდე საუდის არაბეთში დაგეგმილი რეისები 72 საათით გააუქმოს.დღეს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.ოფიციალურმა ირანმა ასევე დაადასტურა თავდაცვის მინისტრ აზიზ ნასირზადეს, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის აბდოლრაჰიმ მუსავის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის დაღუპვა.თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველო
ისრაელი
აშშ
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277754114_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_63a8e729e3fc949224ae86cd67c72c78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ისრაელი , აშშ , ირანი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ისრაელი , აშშ , ირანი , ახალი ამბები
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა
შაბათს, 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმების სერია განახორციელეს.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ჯამში 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, 1-ელ მარტს თბილისის აეროპორტიდან დაგეგმილი ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით:
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ოთხივე რეისი გაუქმდა.
ავიაკომპანია Wizz Air-მა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს, 7 მარტამდე ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბისა და ამანის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა. გარდა ამისა, პრევენციის მიზნით, Wizz Air -მა მიიღო გადაწყვეტილება 2026 წლის 2 მარტამდე საუდის არაბეთში დაგეგმილი რეისები 72 საათით გააუქმოს.
დღეს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
ოფიციალურმა ირანმა ასევე დაადასტურა თავდაცვის მინისტრ აზიზ ნასირზადეს, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის აბდოლრაჰიმ მუსავის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის დაღუპვა.
თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.