https://sputnik-georgia.com/20260301/ramdenma-adamianma-aigo-martvis-mowmoba-2025-wels-297387551.html
რამდენმა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა საქართველოში: 2025 წლის მონაცემები
რამდენმა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა საქართველოში: 2025 წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარებულია ესპანეთში, საბერძნეთსა და ირლანდიაში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის... 01.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-01T14:49+0400
2026-03-01T14:49+0400
2026-03-01T14:49+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266689963_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_fd1d63f33ad49b7d1ff0756914e3925a.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში 2025 წელს მართვის მოწმობა დაახლოებით 1,5 ათასმა ადამიანმა აიღო, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში. 1.480 ადამიანიდან 928 პირი 16 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეა. გასულ წელს ყველაზე ხანდაზმული, ვინც მართვის მოწმობა აიღო, თბილისში მცხოვრები 75 წლის ქალი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები 76 წლის მამაკაცია - აღნიშნულმა პირებმა გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარეს.საქართველოს მოქალაქეების გარდა, მართვის მოწმობა ასევე აიღეს რუსეთის, უკრაინის, თურქეთის, გერმანიის, ერაყის, ირანის, საბერძნეთის, უზბეკეთის, ბელარუსის, ლიეტუვის, აზერბაიჯანის, ავღანეთის, ინდოეთის, ნიდერლანდების, კანადის, იორდანიის, პოლონეთის, ჩინეთის, აშშ-ს, მაროკოს, ბანგლადეშის, სომხეთის, ეგვიპტის, იემენის, ლიბანის, ნეპალის, ზიმბაბვეს, მავრიტანიის, სუდანის, სამხრეთ აფრიკის, ყაზახეთის, ისრაელისა და იაპონიის მოქალაქეებმა.საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარებულია ესპანეთში, საბერძნეთსა და ირლანდიაში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის ამ ქვეყნების მართვის მოწმობაზე გაცვლა გამოცდის გარეშე. ამჟამად იტალიაში მართვის მოწმობების აღიარებასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლებათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/11/266689963_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4711c3d82da2962dd3fcc8328342a7fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
რამდენმა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა საქართველოში: 2025 წლის მონაცემები
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარებულია ესპანეთში, საბერძნეთსა და ირლანდიაში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის ამ ქვეყნების მართვის მოწმობაზე გაცვლა გამოცდის გარეშე.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოში 2025 წელს მართვის მოწმობა დაახლოებით 1,5 ათასმა ადამიანმა აიღო, ნათქვამია საქართველოს შსს-ს განცხადებაში.
1.480 ადამიანიდან 928 პირი 16 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეა. გასულ წელს ყველაზე ხანდაზმული, ვინც მართვის მოწმობა აიღო, თბილისში მცხოვრები 75 წლის ქალი და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები 76 წლის მამაკაცია - აღნიშნულმა პირებმა გამოცდა პირველივე ცდაზე ჩააბარეს.
საქართველოს მოქალაქეების გარდა, მართვის მოწმობა ასევე აიღეს რუსეთის, უკრაინის, თურქეთის, გერმანიის, ერაყის, ირანის, საბერძნეთის, უზბეკეთის, ბელარუსის, ლიეტუვის, აზერბაიჯანის, ავღანეთის, ინდოეთის, ნიდერლანდების, კანადის, იორდანიის, პოლონეთის, ჩინეთის, აშშ-ს, მაროკოს, ბანგლადეშის, სომხეთის, ეგვიპტის, იემენის, ლიბანის, ნეპალის, ზიმბაბვეს, მავრიტანიის, სუდანის, სამხრეთ აფრიკის, ყაზახეთის, ისრაელისა და იაპონიის მოქალაქეებმა.
საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები აღიარებულია ესპანეთში, საბერძნეთსა და ირლანდიაში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის ამ ქვეყნების მართვის მოწმობაზე გაცვლა გამოცდის გარეშე. ამჟამად იტალიაში მართვის მოწმობების აღიარებასთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლებათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.