https://sputnik-georgia.com/20260301/ali-xamenei-mokles-297388513.html
ირანი უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაციას ადასტურებს
ირანი უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაციას ადასტურებს
Sputnik საქართველო
ხამენეის ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. 01.03.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-03-01T12:42+0400
2026-03-01T12:42+0400
2026-03-01T13:32+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
ირანი
ისრაელი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283370684_0:0:2667:1501_1920x0_80_0_0_d0fdcc8398a7f6d40bc4bbc712e86e70.jpg
თბილისი, 1 მარტი– Sputnik. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი საკუთარ ოფისში შაბათს, დილით ადრე მოკლეს, იუწყება სააგენტო Tasnim.28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ხამენეის ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.ოფიციალურმა ირანმა ასევე დაადასტურა თავდაცვის მინისტრ აზიზ ნასირზადეს, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის აბდოლრაჰიმ მუსავის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის დაღუპვა.მის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
აშშ
ირანი
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283370684_0:0:2667:2001_1920x0_80_0_0_f07611437e25fc90fd3dc37ecc975c8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ირანი , ისრაელი , პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ , ირანი , ისრაელი , პოლიტიკა, ახალი ამბები
ირანი უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაციას ადასტურებს
12:42 01.03.2026 (განახლებულია: 13:32 01.03.2026) ხამენეის ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.
თბილისი, 1 მარტი– Sputnik. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი საკუთარ ოფისში შაბათს, დილით ადრე მოკლეს, იუწყება სააგენტო Tasnim.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მ თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ირანის წინააღმდეგ „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა.
ხამენეის ლიკვიდაცია ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
ხამენეის დაღუპვასთან დაკავშირებით, ირანში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
ოფიციალურმა ირანმა ასევე დაადასტურა თავდაცვის მინისტრ აზიზ ნასირზადეს, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის აბდოლრაჰიმ მუსავის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ მოჰამედ პაკპურის და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალი შამხანის დაღუპვა.
მის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.