https://sputnik-georgia.com/20260228/saqartvelos-sagareo-uwyeba-axlo-armosavletsi-vitarebas-rrma-sesfotebit-vakvirdebit-297382654.html
საქართველოს საგარეო უწყება - ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით
საქართველოს საგარეო უწყება - ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით
Sputnik საქართველო
შაბათს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმების სერია განახორციელეს. 28.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-28T22:05+0400
2026-02-28T22:05+0400
2026-03-01T01:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ისრაელი
ირანი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329401_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_e91722fb4cdc909f7b29f157f39e6e80.jpg
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით აკვირდება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.შაბათს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში, მათ შორის თეირანში, დარტყმების სერია განახორციელეს. ვრცელდება ცნობები ნგრევისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. ირანმა საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალური რეკომენდაციების დაცვისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.ოპერაცია „ეპიკური მძვინვარების“ ფარგლებში განხორციელებული დარტყმები ქვეყნის რამდენიმე რეგიონს მოიცავდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარტყმების მიზანია ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე „საფრთხის აღმოფხვრა“, მათ შორის მისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს ირანის სარაკეტო ინდუსტრიისა და საზღვაო ძალების განადგურებას. ტრამპმა ასევე გააფრთხილა შესაძლო მსხვერპლის შესახებ და განაცხადა, რომ „ბომბები ყველგან ჩამოვარდება“.მედიის ცნობით, ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმებმა დაახლოებით 30 სამიზნეს დაარტყა, მათ შორის სამთავრობო და სამხედრო ობიექტებს, ასევე ისპაჰანის რაიონს, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი ბირთვული ობიექტი მდებარეობს. ქვეყანაში თითქმის მთლიანად გაითიშა ინტერნეტი და დაწესდა კომუნიკაციის შეზღუდვები. ირანისა და მეზობელი ერაყის საჰაერო სივრცე დაკეტილია.ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელდა თავდასხმა ისრაელზე, აფეთქებები მოხდა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-დჰაფრას ავიაბაზაზე. აფეთქებები გაისმა ბაჰრეინში, ქუვეითში, იორდანიასა და კატარში.
საქართველო
ისრაელი
ირანი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/94/234329401_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_3a05c8f0e1391d5af72e4cd5e907cc75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ისრაელი , ირანი , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ისრაელი , ირანი , აშშ
საქართველოს საგარეო უწყება - ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით
22:05 28.02.2026 (განახლებულია: 01:22 01.03.2026) შაბათს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე დარტყმების სერია განახორციელეს.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში ვითარებას ღრმა შეშფოთებით აკვირდება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შაბათს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში, მათ შორის თეირანში, დარტყმების სერია განახორციელეს. ვრცელდება ცნობები ნგრევისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. ირანმა საპასუხო სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
საქართველოს საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალური რეკომენდაციების დაცვისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„რეგიონში ჩვენი საელჩოები სრულად ფუნქციონირებას აგრძელებენ და მზად არიან საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპერაცია „ეპიკური მძვინვარების“ ფარგლებში განხორციელებული დარტყმები ქვეყნის რამდენიმე რეგიონს მოიცავდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარტყმების მიზანია ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე „საფრთხის აღმოფხვრა“, მათ შორის მისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამების. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აპირებს ირანის სარაკეტო ინდუსტრიისა და საზღვაო ძალების განადგურებას. ტრამპმა ასევე გააფრთხილა შესაძლო მსხვერპლის შესახებ და განაცხადა, რომ „ბომბები ყველგან ჩამოვარდება“.
მედიის ცნობით, ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმებმა დაახლოებით 30 სამიზნეს დაარტყა, მათ შორის სამთავრობო და სამხედრო ობიექტებს, ასევე ისპაჰანის რაიონს, სადაც ქვეყნის ერთ-ერთი ბირთვული ობიექტი მდებარეობს. ქვეყანაში თითქმის მთლიანად გაითიშა ინტერნეტი და დაწესდა კომუნიკაციის შეზღუდვები. ირანისა და მეზობელი ერაყის საჰაერო სივრცე დაკეტილია.
ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელდა თავდასხმა ისრაელზე, აფეთქებები მოხდა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-დჰაფრას ავიაბაზაზე. აფეთქებები გაისმა ბაჰრეინში, ქუვეითში, იორდანიასა და კატარში.