https://sputnik-georgia.com/20260227/ucxoelta-dasaqmebis-wesshi-cvlilebebi-ar-sheva-297362567.html
სარჯველაძე: უცხოელთა დასაქმების ახალ წესებში ცვლილებები არ შევა
სარჯველაძე: უცხოელთა დასაქმების ახალ წესებში ცვლილებები არ შევა
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, ბიზნესისთვის, რომელმაც უკვე დაარეგისტრირა თანამშრომლები, შეიძლება მიეცეთ შეღავათები 2027 წლის შემდეგ თანამშრომლებისთვის განმეორებითი სამუშაო... 27.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-27T22:27+0400
2026-02-27T22:27+0400
2026-02-28T00:03+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ვერ ვხედავთ საჭიროებას გადავხედოთ უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვის გაცემის წესებს, რომელიც 2026 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა დასჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება. ამ მომენტიდან ასევე ამოქმედდება შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებში დასაქმებაზე.მინისტრის თქმით, რეფორმას წინ უძღოდა ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია.„შეიძლება ონკრეტული ბიზნესისთვის ამ რეგულაციების გარეშე ფუნქციონირება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს: ერთი მხრივ, ბიზნესის თავისუფლად წარმოება და მეორე მხრივ, ადგილობრივი კადრების დასაქმების სტიმულირება“, - განაცხადა სარჯველაძემ.ამასთან, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ბიზნესისთვის, რომელმაც უკვე დაარეგისტრირა თანამშრომლები, შეიძლება მიეცეთ შეღავათები 2027 წლის შემდეგ თანამშრომლებისთვის განმეორებითი სამუშაო ნებართვის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით.უცხოელთა დასაქმების წესიუცხო ქვეყნის მოქალაქის დასასაქმებლად ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი.იმ შემთხვევაში, თუ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა 10 სამუშაო დღის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურების მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს.ამასთან, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი უარს იტყვის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კანდიდატის მიღებაზე, იგი ვალდებულია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ და დაასაბუთოს მისთვის შეთავაზებული კანდიდატურების დასაქმებაზე უარის თქმის მიზეზი.სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ მიზეზებს, მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად პროცესის გაგრძელების/შეწყვეტის თაობაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით აცნობებს დამსაქმებელს.მხოლოდ სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შეეძლება ადგილობრივ დამსაქმებელს უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიქირავოს და დაარეგისტრიროს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
სარჯველაძე: უცხოელთა დასაქმების ახალ წესებში ცვლილებები არ შევა
22:27 27.02.2026 (განახლებულია: 00:03 28.02.2026) მინისტრის თქმით, ბიზნესისთვის, რომელმაც უკვე დაარეგისტრირა თანამშრომლები, შეიძლება მიეცეთ შეღავათები 2027 წლის შემდეგ თანამშრომლებისთვის განმეორებითი სამუშაო ნებართვის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ვერ ვხედავთ საჭიროებას გადავხედოთ უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვის გაცემის წესებს, რომელიც 2026 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა დასჭირდება, რომელიც სამუშაო ბინადრობის ნებართვის მიღების საფუძველი გახდება. ამ მომენტიდან ასევე ამოქმედდება შეზღუდვები გარკვეულ პროფესიებში დასაქმებაზე.
„მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ამოცანაა რაც შეიძლება მეტ ადგილობრივ კადრს შევუქმნათ დასაქმების უკეთესი პერსპექტივა. მეორეს მხრივ, ჩვენ გვესმის, რომ ამან არ უნდა გამოიწვიოს ზიანი ან გაუმართლებელი შეზღუდვები ბიზნესისთვის, რაც ზუსტად ისაა, რის მიღწევასაც ეს დაგეგმილი რეფორმა ისახავს მიზნად. ბუნებრივია, ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და ამ კოორდინირებული პროცესის მეშვეობით გავაგრძელებთ ბიზნესთან კომუნიკაციას და, შესაბამისად, რეფორმის განხორციელებას. ამ ეტაპზე რაიმე ცვლილების საჭიროება არ გამოვლენილა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, რეფორმას წინ უძღოდა ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია.
„შეიძლება ონკრეტული ბიზნესისთვის ამ რეგულაციების გარეშე ფუნქციონირება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს: ერთი მხრივ, ბიზნესის თავისუფლად წარმოება და მეორე მხრივ, ადგილობრივი კადრების დასაქმების სტიმულირება“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ბიზნესისთვის, რომელმაც უკვე დაარეგისტრირა თანამშრომლები, შეიძლება მიეცეთ შეღავათები 2027 წლის შემდეგ თანამშრომლებისთვის განმეორებითი სამუშაო ნებართვის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
უცხო ქვეყნის მოქალაქის დასასაქმებლად ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.moh.gov.ge განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი.
იმ შემთხვევაში, თუ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა 10 სამუშაო დღის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურების მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განცხადებით მიმართავს სააგენტოს.
ამასთან, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი უარს იტყვის სააგენტოს მიერ შეთავაზებული კანდიდატის მიღებაზე, იგი ვალდებულია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული ფორმით აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ და დაასაბუთოს მისთვის შეთავაზებული კანდიდატურების დასაქმებაზე უარის თქმის მიზეზი.
სააგენტო ადგილობრივი დამსაქმებლის განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ მიზეზებს, მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად პროცესის გაგრძელების/შეწყვეტის თაობაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით აცნობებს დამსაქმებელს.
მხოლოდ სააგენტოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შეეძლება ადგილობრივ დამსაქმებელს უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიქირავოს და დაარეგისტრიროს.