https://sputnik-georgia.com/20260226/saqartvelo-da-turqeti-tanamshromlobis-gapartoebas-gegmaven-297344743.html
საქართველო და თურქეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ
საქართველო და თურქეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ
Sputnik საქართველო
მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობა. 26.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-26T20:00+0400
2026-02-26T20:00+0400
2026-02-26T20:00+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
აზერბაიჯანი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23721/72/237217254_0:0:1383:778_1920x0_80_0_0_375a9e6a43d4e28d9727b6461fec3d2c.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვა. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე.გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობა.საუბარი ასევე შეეხო მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა რეალიზება მნიშვნელოვნად გაზრდის „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთების მოზიდვას.უწყების ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ოფიციალურად უახლოეს მომავალში ამოქმედდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში ურთიერთდაკავშირებადობის განმტკიცებაში.საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან ტარდება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანი პლატფორმა.საქართველო და თურქეთისაქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.გარდა ამისა, ქვეყნები ავითარებენ თანამშრომლობას მრავალმხრივი მიმართულებით, მათ შორის, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.
საქართველო
თურქეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23721/72/237217254_73:0:1140:800_1920x0_80_0_0_884f5b8c947ca732c00bd9d0749168c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აზერბაიჯანი, ახალი ამბები
საქართველო და თურქეთი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავენ
მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობა.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.
შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვა. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობა.
საუბარი ასევე შეეხო მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა რეალიზება მნიშვნელოვნად გაზრდის „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
უწყების ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ოფიციალურად უახლოეს მომავალში ამოქმედდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში ურთიერთდაკავშირებადობის განმტკიცებაში.
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან ტარდება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანი პლატფორმა.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
გარდა ამისა, ქვეყნები ავითარებენ თანამშრომლობას მრავალმხრივი მიმართულებით, მათ შორის, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.