https://sputnik-georgia.com/20260226/rodis-daiwkeba-skolebshi-ardadegebi-297331594.html
როდის დაიწყება საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები? თარიღი ცნობილია
როდის დაიწყება საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები? თარიღი ცნობილია
Sputnik საქართველო
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას 26.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-26T12:15+0400
2026-02-26T12:15+0400
2026-02-26T12:15+0400
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/96/236969616_0:135:3162:1914_1920x0_80_0_0_3803db7d1950fad8cc87a18b5404723d.jpg
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.მისწავლეები საგაკვეთილო პროცესს 16 მარტიდან დაუბრუნდებიან, რადგანაც 14-15 მარტი უქმე დღეებს ემთხვევა.განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 10 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით პერიოდში დაისვენებენ.რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას - სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს.სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს არ აქვთ საშემოდგომო არდადეგები, თუმცა აქვთ ზამთრის, საგაზაფხულო და სააღდგომო არდადეგები. სააღდგომო არდადეგები წელს 9-13 აპრილის ჩათვლით პერიოდშია.2025-2026 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ ცხადდება და ოფიციალურად უქმე დღეების გარდა, სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ წარიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23696/96/236969616_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_739520d44fea3866a30fbbb75220b035.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
როდის დაიწყება საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები? თარიღი ცნობილია
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
მისწავლეები საგაკვეთილო პროცესს 16 მარტიდან დაუბრუნდებიან, რადგანაც 14-15 მარტი უქმე დღეებს ემთხვევა.
განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 10 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით პერიოდში დაისვენებენ.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას - სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს.
სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს არ აქვთ საშემოდგომო არდადეგები, თუმცა აქვთ ზამთრის, საგაზაფხულო და სააღდგომო არდადეგები. სააღდგომო არდადეგები წელს 9-13 აპრილის ჩათვლით პერიოდშია.
2025-2026 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დაასრულებს სწავლას.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ ცხადდება და ოფიციალურად უქმე დღეების გარდა, სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ წარიმართება.