https://sputnik-georgia.com/20260225/dacvis-policiis-tanamshromeli-daakaves-297326730.html
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 25.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-25T17:29+0400
2026-02-25T17:29+0400
2026-02-25T17:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განხორციელებისას ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. კერძოდ, ბრალდებულმა სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის შემდგენ პირს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ტვირთის გადაადგილების მარშრუტისა და კილომეტრაჟის შესახებ. გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების განხორციელებისას ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
კერძოდ, ბრალდებულმა სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის შემდგენ პირს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ტვირთის გადაადგილების მარშრუტისა და კილომეტრაჟის შესახებ.
„აღნიშნულიდან გამომდინარე ოფიციალურ აქტში დამკვეთის სასარგებლოდ დააფიქსირა უფრო ნაკლები კილომეტრაჟი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.