https://sputnik-georgia.com/20260224/sharmanashvili-evrokavshiris-angarishs-akritikebs-297307086.html
„სიმართლის ნატამალიც არ არის“: საქართველოში ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი გააკრიტიკეს
„სიმართლის ნატამალიც არ არის“: საქართველოში ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსის თქმით, ასეთ ანგარიშებს არანაირი გავლენა არ აქვთ საქართველოს პოლიტიკაზე და არ ასახავს რეალობას. 24.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-24T20:00+0400
2026-02-24T20:00+0400
2026-02-24T20:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292573155_0:0:821:463_1920x0_80_0_0_83fe77d4635b5872ecf13f2019e681e2.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის პროექტს არანაირი ფასი არ აქვს და არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა, 25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაძლიერდა“, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი აგრძელებს „სისტემურ კამპანიას ევროკავშირის, მისი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ“.დეპუტატმა საზოგადოებას და ჟურნალისტებს შეახსენა ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტში მაშინდელი ფაქტები დამახინჯებულია.„მთელ მსოფლიოს აგებინებდნენ, რომ სააკაშვილი ციხიდან საავადმყოფოში სასწრაფოდ იყო გადასაყვანი, სინამდვილეში კი იგი რამდენიმე თვის გადაყვანილი იყო. როგორ უნდა შევხედოთ ამას სერიოზულად?!", - განაცხადა შარმანაშვილმა.შარმანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ ანგარიშებს არანაირი გავლენა არ აქვთ საქართველოს პოლიტიკაზე და არ ასახავს რეალობას.რა წერია პროექტშიპროექტი ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ განცხადებების აბსურდულობას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაშინ როდესაც მისი უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ კამპანიას აწარმოებენ და ევროკავშირის, მისი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ“იუკნევიჩიენე ასევე „შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას იქამდე, ვიდრე მათი რეპრესიების, შეზღუდვებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის მიმდინარე კურსის შეცვლა არ მოხდება“.პროექტში დაგმობილია პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მათი უკანონო დაკავება, მუქარები და ფიზიკური თავდასხმები. ანგარიში პოლიტიკური მოტივებით დაკავებული ყველა პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის და გამოთქვამს შეშფოთებას სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელის გამო.პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის უმოქმედობამ, შესაძლოა, „მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება“ გამოიწვიოს.იუკნევიჩიენე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს თანამშრომლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ევროკავშირის სანქციებისგან გვერდის ავლის მიზნით და ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უარის თქმის შემდეგ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობის მიმართულება აირჩია.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/13/292573155_23:0:747:543_1920x0_80_0_0_8783534ac4ad018d846ce019e1fe68e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
„სიმართლის ნატამალიც არ არის“: საქართველოში ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი გააკრიტიკეს
პოლიტიკოსის თქმით, ასეთ ანგარიშებს არანაირი გავლენა არ აქვთ საქართველოს პოლიტიკაზე და არ ასახავს რეალობას.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშის პროექტს არანაირი ფასი არ აქვს და არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა, 25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაძლიერდა“, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კი აგრძელებს „სისტემურ კამპანიას ევროკავშირის, მისი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ“.
„ანგარიშს არანაირი ფასი არ აქვს. რა საქმე გვაქვს ტყუილ ანგარიშთან?! როცა თავიდანვე ვიცი, რომ იქ სიმართლის ნატამალიც კი არ არის, რატომ უნდა მაინტერესებდეს?!“ - განაცხადა შარმანაშვილმა.
დეპუტატმა საზოგადოებას და ჟურნალისტებს შეახსენა ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტში მაშინდელი ფაქტები დამახინჯებულია.
„მთელ მსოფლიოს აგებინებდნენ, რომ სააკაშვილი ციხიდან საავადმყოფოში სასწრაფოდ იყო გადასაყვანი, სინამდვილეში კი იგი რამდენიმე თვის გადაყვანილი იყო. როგორ უნდა შევხედოთ ამას სერიოზულად?!", - განაცხადა შარმანაშვილმა.
შარმანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ ანგარიშებს არანაირი გავლენა არ აქვთ საქართველოს პოლიტიკაზე და არ ასახავს რეალობას.
„ჩვენ ამას ყურადღებას აღარ მივაქცევთ, რადგან იქ სიმართლის არანაირი მინიშნება არ არის. ეს ხალხი განზრახ ავრცელებს ცრუ ნარატივებს“, - განაცხადა დეპუტატმა.
პროექტი ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ განცხადებების აბსურდულობას იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაშინ როდესაც მისი უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ კამპანიას აწარმოებენ და ევროკავშირის, მისი ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ“
იუკნევიჩიენე ასევე „შეუძლებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას იქამდე, ვიდრე მათი რეპრესიების, შეზღუდვებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის მიმდინარე კურსის შეცვლა არ მოხდება“.
პროექტში დაგმობილია პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მათი უკანონო დაკავება, მუქარები და ფიზიკური თავდასხმები. ანგარიში პოლიტიკური მოტივებით დაკავებული ყველა პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის და გამოთქვამს შეშფოთებას სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელის გამო.
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის უმოქმედობამ, შესაძლოა, „მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება“ გამოიწვიოს.
იუკნევიჩიენე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს თანამშრომლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ევროკავშირის სანქციებისგან გვერდის ავლის მიზნით და ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უარის თქმის შემდეგ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობის მიმართულება აირჩია.