https://sputnik-georgia.com/20260224/bochorishvili-dezinformacia-evrokavshirtan-urtiertobebs-azianebs-297307299.html
ბოჭორიშვილი: დეზინფორმაციის მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს
ბოჭორიშვილი: დეზინფორმაციის მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა. 24.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-24T20:40+0400
2026-02-24T20:40+0400
2026-02-24T20:40+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ევროკომისია
ევროკავშირი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:172:852:651_1920x0_80_0_0_65be143226cb941446b3f2705de01d88.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებისა და დაფინანსების ხელშეწყობა, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ასე გამოეხმაურა ქვეყნის პირველი დიპლომატი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას. როგორც კალასმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატებმა იმსჯელეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე. მისი თქმით, თანამედროვე კონფლიქტები „არა მხოლოდ იარაღით, არამედ ტყუილითა და მანიპულაციებითაც“ მიმდინარეობს.მისი თქმით, ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა.ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, დეზინფორმაციის პრობლემის მასშტაბის აღიარება და მეორე მხრივ, ასეთი კამპანიების დაფინანსების ხელშეწყობა ან მათზე თვალის დახუჭვა არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას ნიშნავს.„ეს ბრძოლა ნაკლებად იქნება გულწრფელი, თუ ნაბიჯები არ იქნება გადადგმული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/0e/297133038_0:92:852:731_1920x0_80_0_0_dfd5ec1b14457af2114ae6dd01951199.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ევროკომისია, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ევროკომისია, ევროკავშირი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: დეზინფორმაციის მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს
მინისტრის თქმით, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა.
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებისა და დაფინანსების ხელშეწყობა, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ასე გამოეხმაურა ქვეყნის პირველი დიპლომატი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას. როგორც კალასმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დიპლომატებმა იმსჯელეს დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე. მისი თქმით, თანამედროვე კონფლიქტები „არა მხოლოდ იარაღით, არამედ ტყუილითა და მანიპულაციებითაც“ მიმდინარეობს.
„მთავარია, ბრიუსელმა შეწყვიტოს და ხელი არ შეუწყოს იმ დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებასა და დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვნად უშლის ხელს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნამდვილად არის გამოწვევა.
„ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ არაერთი კამპანია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, აგებული იყო მთლიანად ტყუილზე, დეზინფორმაციულ ნარატივებზე. ამას ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი შეუძლია მიაყენოს როგორც ქვეყანას, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობებს", - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, დეზინფორმაციის პრობლემის მასშტაბის აღიარება და მეორე მხრივ, ასეთი კამპანიების დაფინანსების ხელშეწყობა ან მათზე თვალის დახუჭვა არათანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას ნიშნავს.
„ეს ბრძოლა ნაკლებად იქნება გულწრფელი, თუ ნაბიჯები არ იქნება გადადგმული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას „დემოკრატიის გზიდან გადახვევაში" და „ანტიდასავლურ რიტორიკაში" ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.