უცხო ქვეყნის მოქალაქეს რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი ქვეყანაში დასაქმებაზე? დეტალები

© Pixabay / StartupStockPhotosმამაკაცი კომპიუტერთან
მამაკაცი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2026
გამოწერა
სამუშაო ნებართვის გაცემა ოფიციალურად 2026 წლის გაზაფხულიდან დაიწყება
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. დასაქმების სააგენტოს შეუძლია უარი უთხრას უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამუშაო ნებართვის გაცემაზე, თუ განაცხადის განხილვის შემდეგ დაადგენს, რომ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო ნებართვის გაცემა 2026 წლის 1-ელი მარტიდან დაიწყება, ამისთვის აუცილებელია დარეგისტრირება და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. ქართულ კომპანიებში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დამსაქმებელი არეგისტრირებს, სხვებმა კი რეგისტრაცია თავად უნდა გაიარონ.
ნებართვის გაცემაზე უარის მიზეზი შეიძლება გახდეს:
არასრულყოფილი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია - ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა;
განაცხადის შეტანის ვადების დარღვევა;
პოზიცია ან დასაქმების სფერო არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს;
დაწყებულია დეპორტაციის პროცესი ან მიღებულია გადაწყვეტილება მისი დეპორტაციის შესახებ;
სამუშაო ნებართვაზე უარის მიღების შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში გაასაჩივროს. ამასთან, საჩივრის განხილვის პერიოდი არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას.
გარდა ამისა, გასაჩივრება არ იძლევა ქვეყანაში ყოფნის ვადის გადაცილების უფლებას და არ უშლის ხელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის დეპორტაციის შესახებ. გარდა ამისა, განსაზღვრულია მთელი რიგი კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც უცხოელს შეიძლება ჩამოერთვას საქართველოში მუშაობის უფლება.
უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქმიანობის უფლების შეწყვეტის საფუძველი:
ქართველ დამსაქმებელთან დადებული კონტრაქტის ვადის ამოწურვა ან ვადაზე ადრე შეწყვეტა;
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უცხოელი ფაქტობრივად არ არის დასაქმებული იმ სფეროში, რაზეც გაიცა ნებართვა;
მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უცხოელი სხვა სფეროშია დასაქმებული და ამ სამუშაოსთვის სამუშაო ნებართვა არ განაახლა;
ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ამოიწურა;
მიღებული გადაწყვეტილება უცხოელის ქვეყნიდან გაძევების შესახებ;
ქვეყნის დატოვება 6 თვეზე მეტი ვადით.
სასჯელის ზომა
საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესის დარღვევა ფულადი ჯარიმას დაექვემდებარება
ნებართვის გარეშე შრომითი მიგრანტის დასაქმება დაექვემდებარება ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით (თითოეული შრომითი მიგრანტისთვის).
ჯარიმის სახით ასევე 2 ათასი ლარი დაეკისრებათ თვითდასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც სამუშაო მებართვის გარეშე მუშაობენ.
გარდა ამისა, შრომის ინსპექციის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ან უცხოელის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის წარდგენაზე უარის თქმა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ადგილობრივი დამსაქმებლის შემთხვევაში ითვალისწინებს 1-დან 7 ათას ლარამდე ჯარიმას.
ნებისმიერი სხვა დამსაქმებელი, მათ შორის პირი, რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 1 ათასი ლარით.
თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 5 ათასი ლარია.
თვითდასაქმებული უცხოელის მიერ სამუშაოს ან საქმიანობის შეცვლა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
მრავალჯერადი დარღვევა დაექვემდებარება ჯარიმას ორმაგი ან სამმაგი ოდენობით.
ყველა ახალი ამბავი
0