https://sputnik-georgia.com/20260223/shss-kustaruli-narkolaboratoria-agmoachina-297279616.html
შსს: აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ამოღებულია 28 კგ-მდე „მეთადონი"
შსს: აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ამოღებულია 28 კგ-მდე „მეთადონი"
Sputnik საქართველო
დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 23.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-23T12:00+0400
2026-02-23T12:00+0400
2026-02-23T12:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/94/238269427_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_48e75b409ca55dc7eb054be308f71ce2.jpg
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა გასული დღეების განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს – აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“, განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები - დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. შსს-ს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორიები, სადაც ნარკოდამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდა ამისა, ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.გამოძიება სსკ-ის 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/94/238269427_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_09bdf3165ae38995938c8725c2d79084.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
შსს: აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ამოღებულია 28 კგ-მდე „მეთადონი"
დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა გასული დღეების განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს – აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“, განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.
დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები - დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
შსს-ს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორიები, სადაც ნარკოდამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.
ასევე აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდა ამისა, ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სსკ-ის 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.