პრემიერი: ოპოზიციის წარმატების შანსი ნულის ტოლია

© photo: Sputnikაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2026
გამოწერა
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია სრულად დისკრედიტებულია
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციას შანსი არ აქვს მაშინაც კი, თუ ის გაერთიანდება, მისი პერსპექტივები და შანსები ნულის ტოლია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა გაზრდილი პოლიტიკური აქტივობისა და რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერის ციხიდან გათავისუფლების ფონზე ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით - საუბარია პარტია „ახალის“ ლიდერ ნიკა გვარამიასა და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე.
„ნულს პლუს ნული უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს, თავად შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია სრულად დისკრედიტებულია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
„თავად შეუწყვეს ხელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობამდე მიყვანას, მათ შორის საბოტაჟით, პარლამენტში არშესვლით და ა.შ. უამრავი არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინეს უცხოეთიდან საკუთარმა პატრონებმა. ამის გამო ნულოვანია მათი იმიჯი და რეპუტაცია ჩვენს ქვეყანაში,“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში რადიკალური ძალებისთვის არ შეიძლება ადგილი იყოს.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის კვლევის შედეგებზეც გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმადაც, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-16 ადგილს იკავებს.
„ჩვენს ქვეყანას შეუძლია გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით და ის კვლევა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, ამიდ კიდევ ერთი დასტურია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო ლიდერობს ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შორის და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.
„სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების პროგრესი - ამის თვალსაჩინო მაგალითია.
ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტ World Justice Project-ის მიერ არის მომზადებული.
კვლევის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. ინდექსი ასევე მოიცავს სამართალდამცავი სისტემების გამჭვირვალობისა და არაკორუმპირებულობის გლობალურ რეიტინგს, რომელიც აფასებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას, სამართლიანობას, კეთილსინდისიერებასა და დამოუკიდებლობას.
საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 85% მიიღო, მსოფლიოში 22-ე ადგილი, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-16 ადგილი დაიკავა.
ყველა ახალი ამბავი
0