https://sputnik-georgia.com/20260223/papuashvilma-turqmenetis-mejlisis-tavmjdomares-umaspinzla-297291728.html
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება: პაპუაშვილმა თურქმენ კოლეგას უმასპინძლა
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება: პაპუაშვილმა თურქმენ კოლეგას უმასპინძლა
Sputnik საქართველო
თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 23.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-23T20:47+0400
2026-02-23T20:47+0400
2026-02-23T21:12+0400
საქართველო
თურქეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179125_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_60f958e47488274213977b35b3992b5e.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტსა და თურქმენეთის მეჯლისს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც შეხვედრაზე პაპუაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის ვიზიტი მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რასაც უკანასკნელ წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებიც მოწმობს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე, ასევე ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის მიმართულებებით. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო კავშირსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში.როგორც ა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველო სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და მზად არის, ითანაშრომლოს თურქმენეთთან დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით.თავის მხრივ, დუნიაგოზელ გულმანოვამ აღნიშნა, რომ თურქმენეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქართული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის მხარდაჭერისთვის.საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179125_82:0:1903:1366_1920x0_80_0_0_17e67aa18990e6ad96fab2404a05d73f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება: პაპუაშვილმა თურქმენ კოლეგას უმასპინძლა
20:47 23.02.2026 (განახლებულია: 21:12 23.02.2026) თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტსა და თურქმენეთის მეჯლისს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
როგორც შეხვედრაზე პაპუაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარის ვიზიტი მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რასაც უკანასკნელ წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებიც მოწმობს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე, ასევე ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის მიმართულებებით.
„ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტსა და თურქმენეთის მეჯლისს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას, კერძოდ, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებს, ახალგაზრდა პარლამენტარებს, ქალ პარლამენტარებსა და პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის კავშირების გაძლიერებას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო კავშირსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში.
როგორც ა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველო სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის ჯაჭვში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და მზად არის, ითანაშრომლოს თურქმენეთთან დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით.
თავის მხრივ, დუნიაგოზელ გულმანოვამ აღნიშნა, რომ თურქმენეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქართული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის მხარდაჭერისთვის.
საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.