https://sputnik-georgia.com/20260223/geladze-vizitis-kazaxetshia-297284253.html
გელა გელაძე ყაზახეთში: პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან შედგა
გელა გელაძე ყაზახეთში: პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან შედგა
Sputnik საქართველო
ყაზახეთის პრეზიდენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს „აკ ორდას“ რეზიდენციაში უმასპინძლა 23.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-23T17:00+0400
2026-02-23T17:00+0400
2026-02-23T17:00+0400
საქართველო
ყაზახეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/17/297281455_0:64:1280:784_1920x0_80_0_0_781098768176b6eaf9a338664fdc43a9.jpg
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივის საკითხები განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.მინისტრი გელაძე ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად, ყაზახ კოლეგა ერჟან სადენოვის მიწვევით იმყოფება - ყაზახეთის პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა „აკ ორდას“ რეზიდენციაში გაიმართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ყაზახ კოლეგა ერჟან სადენოვთან. გელა გელაძე ასევე მოინახულებს ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას. საქართველო და ყაზახეთი საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/17/297281455_76:0:1205:847_1920x0_80_0_0_458630c60831858c4a030f77e794b53e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
გელა გელაძე ყაზახეთში: პირველი შეხვედრა პრეზიდენტთან შედგა
ყაზახეთის პრეზიდენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს „აკ ორდას“ რეზიდენციაში უმასპინძლა
თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივის საკითხები განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრი გელაძე ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად, ყაზახ კოლეგა ერჟან სადენოვის მიწვევით იმყოფება - ყაზახეთის პრეზიდენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა „აკ ორდას“ რეზიდენციაში გაიმართა.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლზე და „შუა დერეფნის" განვითარების ხელშესაწყობად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ყაზახ კოლეგა ერჟან სადენოვთან. გელა გელაძე ასევე მოინახულებს ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 ივლისს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის სფეროებში.
ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 922 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 25,3%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით, ხოლო ყაზახეთში ექსპორტი 22,3%-ით გაიზარდა. ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.