https://sputnik-georgia.com/20260222/sarjveladze-ncdc-ganvitareba-chveni-prioritetia-297270459.html
სარჯველაძე: ჩვენი პრიორიტეტი NCDC-ს ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა
სარჯველაძე: ჩვენი პრიორიტეტი NCDC-ს ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის... 22.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-22T13:38+0400
2026-02-22T13:38+0400
2026-02-22T13:38+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269146043_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_e625f31f902988df3afc1f9eafc4db0f.jpg
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც 2025 წლის ძირითადი მიღწევები შეაფასეს და 2026 წლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.როგორც სარჯველაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი ცენტრის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებაა. მან მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა 2025 წლის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და ეფექტიან რეაგირებას.სხდომაზე აღინიშნა რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს, რომელმაც ქვეყნის სისტემის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები საქართველოში მალარიის ელიმინაციის ისტორიული შედეგის მიღწევაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის დაჯილდოვდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269146043_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_0c1158f5cf59f6532749752442ae9013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც 2025 წლის ძირითადი მიღწევები შეაფასეს და 2026 წლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.
როგორც სარჯველაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი ცენტრის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებაა. მან მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა 2025 წლის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და ეფექტიან რეაგირებას.
სხდომაზე აღინიშნა რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს, რომელმაც ქვეყნის სისტემის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები საქართველოში მალარიის ელიმინაციის ისტორიული შედეგის მიღწევაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის დაჯილდოვდნენ.