კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 62 წლის მამაკაცი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2026
გამოწერა
დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა ადევნებისა და მუქარის ბრალდებით გურჯაანში 62 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულ ქალს სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა. გარდა ამისა, მამაკაცი დაზარალებულს და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 62 წლის მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 151-ე პრიმა და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ყველა ახალი ამბავი
0