https://sputnik-georgia.com/20260222/mtavroba-zamtris-sportis-inprastruqturis-ganvitarebas-gegmavs-297272324.html
მთავრობა ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების ინფრასტრუქტურულ პროექტს ამზადებს
მთავრობა ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების ინფრასტრუქტურულ პროექტს ამზადებს
Sputnik საქართველო
ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების სათხილამურო ტრამპლინების კომპლექსის მოწყობა იგეგმება 22.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-22T21:00+0400
2026-02-22T21:00+0400
2026-02-22T21:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251105810_0:512:2730:2048_1920x0_80_0_0_3767980b599657fecd66ce8d6df0d2c1.jpg
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურის განვითარების, კერძოდ, ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების სათხილამურო ტრამპლინების კომპლექსის მოწყობის გეგმავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბაზა კურორტ ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას დაემატება, რაც კურორტზე ზამთრის სპორტის სრულფასოვან ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.მისი თქმით, ბაზა ძალიან მნიშვნელოვანია ბაკურიანის ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი განვითარებისთვის.როგორც პრემიერმა აღნიშნა, სათხილამურო ტრამპლინების ბაზის საკითხი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დროს განიხილეს.ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე პერიოდში ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართა. საქართველოში 48 ევროპული ქვეყნიდან დაახლოებით 1 ათასი სპორტსმენი ჩამოვიდა. შეჯიბრებები რვა დისციპლინაში ჩატარდა: სამთო-სათხილამურო სპორტი, ბიატლონი, თხილამურებით რბოლა, ფრისტაილი, სნოუბორდი, ჰოკეი, ფიგურული სრიალი და შორტ-ტრეკი.2015 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „თბილისი 2015“. 27 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე გაიმართა შეჯიბრებები საზაფხულო სპორტის ცხრა სახეობაში. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251105810_279:1065:1550:2018_1920x0_80_0_0_eebbac0b4bf435e37da1a7a1ca273719.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
მთავრობა ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების ინფრასტრუქტურულ პროექტს ამზადებს
ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების სათხილამურო ტრამპლინების კომპლექსის მოწყობა იგეგმება
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურის განვითარების, კერძოდ, ბაკურიანში ოლიმპიური სტანდარტების სათხილამურო ტრამპლინების კომპლექსის მოწყობის გეგმავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბაზა კურორტ ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას დაემატება, რაც კურორტზე ზამთრის სპორტის სრულფასოვან ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.
„იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, ეს ბაზაც გაკეთდეს და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ. იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შევჯერდებით დადებით გადაწყვეტილებაზე და ეს ინფრასტრუქტურაც შეემატება ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ბაზა ძალიან მნიშვნელოვანია ბაკურიანის ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი განვითარებისთვის.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სათხილამურო ტრამპლინების ბაზის საკითხი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დროს განიხილეს.
ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი 9-დან 16 თებერვლამდე პერიოდში ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში გაიმართა. საქართველოში 48 ევროპული ქვეყნიდან დაახლოებით 1 ათასი სპორტსმენი ჩამოვიდა. შეჯიბრებები რვა დისციპლინაში ჩატარდა: სამთო-სათხილამურო სპორტი, ბიატლონი, თხილამურებით რბოლა, ფრისტაილი, სნოუბორდი, ჰოკეი, ფიგურული სრიალი და შორტ-ტრეკი.
2015 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „თბილისი 2015“. 27 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე გაიმართა შეჯიბრებები საზაფხულო სპორტის ცხრა სახეობაში. ფესტივალში 50 ქვეყნიდან ოთხი ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.