თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი’’ ამოიღეს: დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

© Sputnik / Vladimir Umikashviliდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
30 წლის ქალს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედება.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „მეთადონი" ამოიღეს, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0