https://sputnik-georgia.com/20260220/mtavrobam-farosanas-winaagmdeg-brzolis-programa-daamtkica-297235096.html
მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2026 წლის პროგრამა დაამტკიცა
მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2026 წლის პროგრამა დაამტკიცა
Sputnik საქართველო
ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს მონიტორინგის განხორციელებას, რომელიც მოიცავს მაღალი რისკის ზონებში ფერომონიანი დამჭერების განთავსებას. 20.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-20T16:14+0400
2026-02-20T16:14+0400
2026-02-20T16:14+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
აზიური ფაროსანა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23955/77/239557779_0:151:1600:1051_1920x0_80_0_0_b4c33faaf3b9d4184dab3695258419a4.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2026 წლის პროგრამა დაამტკიცა - დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.დოკუმენტის თანახმად, პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანის შემცირება. პროგრამის ფარგლებში მოხდება მოსახლეობის ინფორმირება და კონსულტაცია, მონიტორინგის სისტემების გამოყენება, აზიური ფაროსანას მართვის ღონისძიებები და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები.პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. სააგენტო უზრუნველყოფს მონიტორინგის განხორციელებას, რომელიც მოიცავს მაღალი რისკის ზონებში ფერომონიანი დამჭერების განთავსებას.საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი განსაკუთრებით საშიშია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შემდგომ წლებში მან თხილის, ციტრუსისა და სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.შედეგად, საქართველოს მთავრობამ მავნებლთან საბრძოლველად სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგ და ტერიტორიების ქიმიური დამუშავება.ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იქნა აღიარებული. ამჟამად საქართველო თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23955/77/239557779_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_0ba7bf75e327c834946246586f8634f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, აზიური ფაროსანა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, აზიური ფაროსანა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2026 წლის პროგრამა დაამტკიცა
ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს მონიტორინგის განხორციელებას, რომელიც მოიცავს მაღალი რისკის ზონებში ფერომონიანი დამჭერების განთავსებას.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მთავრობამ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2026 წლის პროგრამა დაამტკიცა - დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანის შემცირება. პროგრამის ფარგლებში მოხდება მოსახლეობის ინფორმირება და კონსულტაცია, მონიტორინგის სისტემების გამოყენება, აზიური ფაროსანას მართვის ღონისძიებები და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები.
„მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს გაცემული რეკომენდაციები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ეფექტიანი და უსაფრთხო ღონისძიებების შესახებ და დროულად უნდა ჩაატაროს მცენარეთა დაცვის ღონისძიებები საკუთარ_საკარმიდამო ნაკვეთებსა და სავარგულებში”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. სააგენტო უზრუნველყოფს მონიტორინგის განხორციელებას, რომელიც მოიცავს მაღალი რისკის ზონებში ფერომონიანი დამჭერების განთავსებას.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი განსაკუთრებით საშიშია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შემდგომ წლებში მან თხილის, ციტრუსისა და სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
შედეგად, საქართველოს მთავრობამ მავნებლთან საბრძოლველად სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგ და ტერიტორიების ქიმიური დამუშავება.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იქნა აღიარებული. ამჟამად საქართველო თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.
აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.