https://sputnik-georgia.com/20260220/kobaxidze-bachiashvilis-gatavisuplebaze-297242470.html
სპეკულაცია უსაფუძვლო იყო: პრემიერი ივანიშვილის ექს-პარტნიორის საქმეზე
სპეკულაცია უსაფუძვლო იყო: პრემიერი ივანიშვილის ექს-პარტნიორის საქმეზე
Sputnik საქართველო
კობახიძე გიორგი ბაჩიაშვილის მოულოდნელ გათავისუფლებას გამოეხმაურა 20.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-20T18:25+0400
2026-02-20T18:25+0400
2026-02-20T18:25+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
გერმანია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/05/292372604_0:2:2048:1154_1920x0_80_0_0_bf0d2b48216816ad877d2997020c646b.jpg
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პარტნიორმა გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, რითაც დაადასტურა მისი დაკავების ირგვლივ არსებული სპეკულაციების უსაფუძვლობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ბაჩიაშვილმა საპატიმრო 18 თებერვალს, დაკავებიდან ცხრა თვის შემდეგ დატოვა. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, 4,5 წელი კი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. სასამართლომ მას დააკისრა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა.კობახიძემ აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში ოპოზიცია ცდილობს სისხლის სამართლის საქმეებისთვის პოლიტიკური დატვირთვის მიცემას. მისი თქმით, მსგავსი მრავალი მაგალითი იყო და პოლიტიკასთან დაუკავშირებელი საქმეებიც კი სპეკულაციის საგნად იქცა.ოპოზიციის წარმომადგენლები ადრე აცხადებდნენ, რომ ბაჩიაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ბაჩიაშვილის დაპატიმრების გამო შეშფოთება გამოთქვა.ბაჩიაშვილის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ თითქოსდა პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლო ჩანს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი. ბაჩიაშვილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება - ზიანის სრულ ანაზღაურებასთან ერთად, მას 1-წლიანი პირობითი და 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.ბაჩიაშვილის საქმე„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 27 მაისს დააკავა.ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, 4,5 წელი კი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. მას ასევე დაეკისრა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა.გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთ საქმეზე – „მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ იყო გამოცხადებული.ბაჩიაშვილს „თანაინვესტირების ფონდის" გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/05/292372604_254:0:1795:1156_1920x0_80_0_0_09a456fc1621f9265ff914e62ac8fe91.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, გერმანია , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, გერმანია , ახალი ამბები
სპეკულაცია უსაფუძვლო იყო: პრემიერი ივანიშვილის ექს-პარტნიორის საქმეზე
კობახიძე გიორგი ბაჩიაშვილის მოულოდნელ გათავისუფლებას გამოეხმაურა
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პარტნიორმა გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, რითაც დაადასტურა მისი დაკავების ირგვლივ არსებული სპეკულაციების უსაფუძვლობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ბაჩიაშვილმა საპატიმრო 18 თებერვალს, დაკავებიდან ცხრა თვის შემდეგ დატოვა. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, 4,5 წელი კი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. სასამართლომ მას დააკისრა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა.
„გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და დანარჩენი სამართალდამცავი ორგანოების საქმე იყო. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ, ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენ ქვეყანაში“ , - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში ოპოზიცია ცდილობს სისხლის სამართლის საქმეებისთვის პოლიტიკური დატვირთვის მიცემას. მისი თქმით, მსგავსი მრავალი მაგალითი იყო და პოლიტიკასთან დაუკავშირებელი საქმეებიც კი სპეკულაციის საგნად იქცა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ადრე აცხადებდნენ, რომ ბაჩიაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ბაჩიაშვილის დაპატიმრების გამო შეშფოთება გამოთქვა.
ბაჩიაშვილის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა და ზიანის ანაზღაურების შემდეგ, საქართველოს წინააღმდეგ თითქოსდა პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებული ბრალდებები უსაფუძვლო ჩანს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„საინტერესოა, რას იტყვის გერმანიის ელჩი, თუმცა, მას რეალურად სათქმელი არაფერი აქვს. კარგი იქნება, თუ ქართულ სახელმწიფოს ეს ადამიანები და ეს ძალები ბოდიშს მოუხდიან”, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი. ბაჩიაშვილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება - ზიანის სრულ ანაზღაურებასთან ერთად, მას 1-წლიანი პირობითი და 50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც საქართვეოდან გაქცევა მოახერხა და წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 27 მაისს დააკავა.
ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, 4,5 წელი კი სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის. მას ასევე დაეკისრა ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა.
გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთ საქმეზე – „მტკვარი ჰესის” საქმეზე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ საქმეზე განაჩენი ამ დრომდე არ იყო გამოცხადებული.
ბაჩიაშვილს „თანაინვესტირების ფონდის" გენერალური დირექტორის პოსტი 2013 წლიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ეკავა, შემდეგ კი 2023 წლამდე იყო ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.