https://sputnik-georgia.com/20260219/xundadze-manqanebis-importis-akrzalvaze-297219428.html
გადაიხედოს! დეპუტატი საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე
გადაიხედოს! დეპუტატი საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე
Sputnik საქართველო
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T15:29+0400
2026-02-19T15:29+0400
2026-02-19T15:29+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_0:19:1610:925_1920x0_80_0_0_8f2abe2710a07dfc1872c6cb5b012e3e.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილება ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.გარდა ამისა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რეგულაცია არ ვრცელდება სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტზე, რომლებსაც ცვეთის უფრო მაღალი ხარისხი აქვთ და უფრო მეტად აბინძურებენ გარემოს.მისი თქმით, ასეთი ვითარება განსაკუთრებით დაარტყამს საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. „სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში“, - დაწერა ხუნდაძემ.მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება 1-ელ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, გადაწყვეტილება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იქნა მიღებული, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23353/80/233538088_350:0:1610:945_1920x0_80_0_0_894bcb9be58600d8c742b35e8993b9c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
გადაიხედოს! დეპუტატი საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილება ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
„გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს. ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს", - დაწერა ხუნდაძემ.
გარდა ამისა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რეგულაცია არ ვრცელდება სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტზე, რომლებსაც ცვეთის უფრო მაღალი ხარისხი აქვთ და უფრო მეტად აბინძურებენ გარემოს.
„რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ასეთი ვითარება განსაკუთრებით დაარტყამს საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.
„სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში“, - დაწერა ხუნდაძემ.
მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება 1-ელ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, გადაწყვეტილება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იქნა მიღებული, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.