https://sputnik-georgia.com/20260219/vebgverdebi-da-mobiluri-aplikaciebi-shshm-pirebistvis-adaptirebuli-gaxdeba-297212790.html
დაწესებულებების ვებ-გვერდები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება
დაწესებულებების ვებ-გვერდები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება
Sputnik საქართველო
მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტს დაადგენს. 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T21:49+0400
2026-02-19T21:49+0400
2026-02-19T21:49+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23368/07/233680797_0:88:1698:1043_1920x0_80_0_0_5653d51c6ed1d493fe8ecdd59aa190ac.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებები და რიგი კერძო სუბიექტი ვალდებული იქნებიან მათი ვებ-გვერდები და მობილური აპლიკაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი და ადაპტირებული გახადონ. ასეთი ვალდებულება 2027 წლიდან გაჩნდება.კანონპროექტი კერძო სუბიექტთა ჩამონათვალს ადგენს და ისეთ სუბიექტებზე მიუთითებს, რომელიც საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ტრანსპორტის, კომუნალური, საბანკო, საფოსტო, სადაზღვევო მიმართულებით, ასევე ფარმაცევტულ და სურსათის რეალიზაციის სფეროში საქმიანობს.კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ვალდებულება ასევე გავრცელდება პირზე, რომელიც ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით „მესამე პირის მიერ წარდგენილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების (მოწვევა ოფერტზე) თავმოყრასა და გავრცელებას ახორციელებს“. ინიციატორთა განმარტებით, ასეთ პირებს ადგილობრივ ბაზარზე განეკუთვნებიან მაგალითად, ვებ-გვერდები: Biletebi.ge, tkt.ge, Jobs.Ge, myhome.ge.პროექტის თანახმად, ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის ადაპტირების ვალდებულება არ გავრცელდება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირზე, ასევე იმ ვებ-საიტებისა და მობილური აპლიკაციების მიმართ, რომლებიც 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გამოქვეყნდა და მათზე განთავსებული მასალა უცვლელია (დაარქივებულია) 2027 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ.მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტს დაადგენს. ასევე მთავრობა განსაზღვრავს ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც აღნიშნული რეგლამენტი არ ვრცელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23368/07/233680797_94:0:1602:1131_1920x0_80_0_0_c8dcbd46f7bf5f8785c2e415636ab70f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, ახალი ამბები
დაწესებულებების ვებ-გვერდები და მობილური აპლიკაციები შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება
მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტს დაადგენს.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებები და რიგი კერძო სუბიექტი ვალდებული იქნებიან მათი ვებ-გვერდები და მობილური აპლიკაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომი და ადაპტირებული გახადონ. ასეთი ვალდებულება 2027 წლიდან გაჩნდება.
კანონპროექტი კერძო სუბიექტთა ჩამონათვალს ადგენს და ისეთ სუბიექტებზე მიუთითებს, რომელიც საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ტრანსპორტის, კომუნალური, საბანკო, საფოსტო, სადაზღვევო მიმართულებით, ასევე ფარმაცევტულ და სურსათის რეალიზაციის სფეროში საქმიანობს.
კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ვალდებულება ასევე გავრცელდება პირზე, რომელიც ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით „მესამე პირის მიერ წარდგენილი პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების (მოწვევა ოფერტზე) თავმოყრასა და გავრცელებას ახორციელებს“. ინიციატორთა განმარტებით, ასეთ პირებს ადგილობრივ ბაზარზე განეკუთვნებიან მაგალითად, ვებ-გვერდები: Biletebi.ge, tkt.ge, Jobs.Ge, myhome.ge.
პროექტის თანახმად, ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის ადაპტირების ვალდებულება არ გავრცელდება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირზე, ასევე იმ ვებ-საიტებისა და მობილური აპლიკაციების მიმართ, რომლებიც 2027 წლის 1-ელ იანვრამდე გამოქვეყნდა და მათზე განთავსებული მასალა უცვლელია (დაარქივებულია) 2027 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ.
მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტს დაადგენს. ასევე მთავრობა განსაზღვრავს ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც აღნიშნული რეგლამენტი არ ვრცელდება.