https://sputnik-georgia.com/20260219/saqartveloshi-50000-meti-shromiti-migrantia-registrirebuli-297212215.html
საქართველოში 50 ათასზე მეტი შრომითი მიგრანტია რეგისტრირებული
საქართველოში 50 ათასზე მეტი შრომითი მიგრანტია რეგისტრირებული
Sputnik საქართველო
2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სპეციალური სამუშაო ნებართვა დასჭირდებათ. მათ ასევე შეეზღუდებათ გარკვეულ პროფესიებში... 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T10:24+0400
2026-02-19T10:24+0400
2026-02-19T10:24+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/70/234067041_0:0:1499:844_1920x0_80_0_0_50d215c22aa6ee7b7e8399e965a3f936.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალურ ელექტრონული სისტემაში რეგისტრირებულია 51.448 შრომითი იმიგრანტი, ნათქვამია მთავრობის მონაცემებში.მთავრობის მონაცემებით, რეგისტრირებული შრომითი მიგრანტების 74% მამაკაცია, 26% - ქალი. მიგრანტების საერთო რაოდენობიდან მეოთხედი რუსეთის მოქალაქეა, 13,3% - ინდოეთის მოქალაქე, 5,6 ათასი შრომითი მიგრანტი - თურქეთის მოქალაქე, 4,9 ათასი კი ბელარუსის მოქალაქე. გარდა ამისა, ქვეყანაში შრომითი მიგრანტის სტატუსით რეგისტრირებულია თურქმენეთის 4 ათასი მოქალაქე, აზერბაიჯანის 3 ათასი მოქალაქე, უკრაინის 2,9 ათასი მოქალაქე, ჩინეთის 2 ათასი მოქალაქე, ყაზახეთის 1,9 ათასი მოქალაქე და ირანის 1,3 ათასი მოქალაქე.„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხოელებს საქართველოში დასასაქმებლად ან ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად სამუშაო ნებართვის მიღება მოუწევთ. მათ ასევე შეეზღუდებათ გარკვეულ პროფესიებში დასაქმება.ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებზე. თუ უცხოელი იმუშავებს ადგილობრივ ან საქართველოში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიაში, კომპანია სამუშაო ნებართვაზე განაცხადს შეიტანს. თვითდასაქმებულ პირებს კი ნებართვაზე განაცხადის შეტანა თავად მოუწევთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/70/234067041_22:0:1355:1000_1920x0_80_0_0_258f2b7b91797912c2412989468fa7ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში 50 ათასზე მეტი შრომითი მიგრანტია რეგისტრირებული
2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სპეციალური სამუშაო ნებართვა დასჭირდებათ. მათ ასევე შეეზღუდებათ გარკვეულ პროფესიებში დასაქმება.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა სპეციალურ ელექტრონული სისტემაში რეგისტრირებულია 51.448 შრომითი იმიგრანტი, ნათქვამია მთავრობის მონაცემებში.
მთავრობის მონაცემებით, რეგისტრირებული შრომითი მიგრანტების 74% მამაკაცია, 26% - ქალი. მიგრანტების საერთო რაოდენობიდან მეოთხედი რუსეთის მოქალაქეა, 13,3% - ინდოეთის მოქალაქე, 5,6 ათასი შრომითი მიგრანტი - თურქეთის მოქალაქე, 4,9 ათასი კი ბელარუსის მოქალაქე.
გარდა ამისა, ქვეყანაში შრომითი მიგრანტის სტატუსით რეგისტრირებულია თურქმენეთის 4 ათასი მოქალაქე, აზერბაიჯანის 3 ათასი მოქალაქე, უკრაინის 2,9 ათასი მოქალაქე, ჩინეთის 2 ათასი მოქალაქე, ყაზახეთის 1,9 ათასი მოქალაქე და ირანის 1,3 ათასი მოქალაქე.
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი მარტიდან უცხოელებს საქართველოში დასასაქმებლად ან ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად სამუშაო ნებართვის მიღება მოუწევთ. მათ ასევე შეეზღუდებათ გარკვეულ პროფესიებში დასაქმება.
ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებზე. თუ უცხოელი იმუშავებს ადგილობრივ ან საქართველოში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიაში, კომპანია სამუშაო ნებართვაზე განაცხადს შეიტანს. თვითდასაქმებულ პირებს კი ნებართვაზე განაცხადის შეტანა თავად მოუწევთ.