https://sputnik-georgia.com/20260219/nasamartleobis-shesaxeb-cnobis-migeba-eleqtronuladac-sheizleba-297206429.html
ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღება სააგენტოს მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი
ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღება სააგენტოს მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი
Sputnik საქართველო
ნასამართლობის ცნობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია და ვადაშია მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღე. 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T19:00+0400
2026-02-19T19:00+0400
2026-02-19T19:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294119188_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_2d6ed340e3f18a7ffa71b3a9914577eb.jpg
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღება სააგენტოს მობილური აპლიკაციით (Service Agency) არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრის მომსახურების სააგენტო ავრცელებს.ელექტრონული წესით შესაძლებელია დოკუმენტის თარგმნის, მისი აპოსტილით დამოწმების ან/და ლეგალიზაციის მოთხოვნა. განაცხადის შევსების ეტაპები:უწყების ცნობით, 3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური 20 ლარია, 1 სამუშაო დღეში კი 40 ლარი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, პირი, რომელსაც 70 ათასი ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს, თავისუფლდება საფასურის გადახდისაგან (3 სამუშაო დღე).ნასამართლობის ცნობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია და ვადაშია მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღე.ცნობის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც სააგენტოს ვებგვერდზე, ისე ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/0b/294119188_200:0:1400:900_1920x0_80_0_0_ac81cf3e4aa779fa3c188af51446125e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღება სააგენტოს მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი
ნასამართლობის ცნობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია და ვადაშია მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღე.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ნასამართლობის შესახებ ცნობის მიღება სააგენტოს მობილური აპლიკაციით (Service Agency) არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრის მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
ელექტრონული წესით შესაძლებელია დოკუმენტის თარგმნის, მისი აპოსტილით დამოწმების ან/და ლეგალიზაციის მოთხოვნა.
განაცხადის შევსების ეტაპები:
1.
მხოლოდ ცნობის მოთხოვნა, ან ლეგალიზაციით/აპოსტილით დამოწმებული ცნობის მოთხოვნა ან თარგმნით და ლეგალიზაციით/აპოსტილით დამოწმებული ცნობის მოთხოვნა;
2.
დოკუმენტის დამზადების ვადის არჩევა;
3.
მიმღები პირის მონაცემების შევსება;
4.
იმ სტრუქტურული ერთეულის არჩევა, სადაც დამზადდება დოკუმენტი;
უწყების ცნობით, 3 სამუშაო დღეში ცნობის გაცემის საფასური 20 ლარია, 1 სამუშაო დღეში კი 40 ლარი. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, პირი, რომელსაც 70 ათასი ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს, თავისუფლდება საფასურის გადახდისაგან (3 სამუშაო დღე).
ნასამართლობის ცნობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია და ვადაშია მისი დამზადებიდან 15 კალენდარული დღე.
ცნობის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც სააგენტოს ვებგვერდზე, ისე ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში.