https://sputnik-georgia.com/20260219/kulevis-porti-sanqciebis-saprtxis-qvehaa-297219772.html
ყულევის პორტი ევროკავშირის სანქციების საფრთხის ქვეშ: შეფასებები საქართველოში
ყულევის პორტი ევროკავშირის სანქციების საფრთხის ქვეშ: შეფასებები საქართველოში
Sputnik საქართველო
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მკაცრად იცავს სასანქციო რეჟიმთან დაკავშირებულ ყველა რეგულაციას და მზადაა მოისმინოს ყულევის ტერმინალის... 19.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-19T21:00+0400
2026-02-19T21:00+0400
2026-02-19T21:00+0400
საქართველო
ევროკავშირი
ევროკომისია
პოლიტიკა
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/08/296114424_0:0:3150:1773_1920x0_80_0_0_2db3f827420b132d97320feced4ea1d7.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა სანქციების დაწესებას ყულევის პორტის წინააღმდეგ, რომელსაც „თაღლითური ოპერაცია" უწოდა.თებერვლის დასაწყისში ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში მდებარე ყულევის პორტთან მიმართებით შესაძლო შეზღუდვების დაწესებას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის.მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებაში“ კი ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამოყენება შანტაჟის მცდელობად შეაფასეს.პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გაიხსენა, რომ ყულევის ტერმინალი აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, აზერბაიჯანი კი ევროპისთვის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელია.რაც შეეხება საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ენერგეტიკული ხიდის როლს, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ამის მისაღწევად ძალისხმევა გასწია - პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური თვალსაზრისით.როგორც გასულ კვირას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო მკაცრად იცავს სასანქციო რეჟიმთან დაკავშირებულ ყველა რეგულაციას და მზადაა მოისმინოს ყულევის ტერმინალის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა კითხვა. მისი თქმით, მთავრობა ღიაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის ევროკავშირთან.ყულევში ნავთობტერმინალი ფუნქციონირებს, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს ეკუთვნის. ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/08/296114424_245:0:2974:2047_1920x0_80_0_0_333e0e846597cbbcc336ad8d9b257e97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები
საქართველო, ევროკავშირი , ევროკომისია, პოლიტიკა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ახალი ამბები
ყულევის პორტი ევროკავშირის სანქციების საფრთხის ქვეშ: შეფასებები საქართველოში
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო მკაცრად იცავს სასანქციო რეჟიმთან დაკავშირებულ ყველა რეგულაციას და მზადაა მოისმინოს ყულევის ტერმინალის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა კითხვა
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა სანქციების დაწესებას ყულევის პორტის წინააღმდეგ, რომელსაც „თაღლითური ოპერაცია" უწოდა.
თებერვლის დასაწყისში ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოში მდებარე ყულევის პორტთან მიმართებით შესაძლო შეზღუდვების დაწესებას. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ პორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის.
„მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ყულევის პორტის სანქცირებას. ეს არის თაღლითური ოპერაცია, რომელიც ემსახურება რუსეთისა და ივანიშვილის ერთობლივ ინტერესებს და აფინანსებს უკრაინის წინააღმდეგ ომს", - დაწერა სოციალურ ქსელში სააკაშვილმა.
მმართველ პარტია „ქართულმა ოცნებაში“ კი ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამოყენება შანტაჟის მცდელობად შეაფასეს.
პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გაიხსენა, რომ ყულევის ტერმინალი აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, აზერბაიჯანი კი ევროპისთვის ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მიმწოდებელია.
„ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, რასთან აქვს საქმე. თუ ევროკავშირს უნდა „შუა დერეფნის" ავტორიტეტი შელახოს? - ეს კითხვა ევროკავშირისკენ არის", - განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ენერგეტიკული ხიდის როლს, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ამის მისაღწევად ძალისხმევა გასწია - პოლიტიკური, ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური თვალსაზრისით.
„ამიტომაც შანტაჟის საქართველოს მხარეზე გადმოტანა არარელევანტურია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
როგორც გასულ კვირას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო მკაცრად იცავს სასანქციო რეჟიმთან დაკავშირებულ ყველა რეგულაციას და მზადაა მოისმინოს ყულევის ტერმინალის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა კითხვა. მისი თქმით, მთავრობა ღიაა თანამშრომლობისთვის, მათ შორის ევროკავშირთან.
ყულევში ნავთობტერმინალი ფუნქციონირებს, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ს ეკუთვნის. ტერმინალი ექსპლუატაციაში 2008 წლის მაისში შევიდა. 2025 წელს ყულევის ტერმინალმა 2,2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობქიმიური მრეწველობის სხვა პროდუქტები გადაამუშავა.