https://sputnik-georgia.com/20260218/saqartveloshi-narkodanashaulistvis-97-piri-daakaves-297193543.html
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით: დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით: დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი
Sputnik საქართველო
დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 18.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-18T12:06+0400
2026-02-18T12:06+0400
2026-02-18T12:06+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271112610_0:50:1280:770_1920x0_80_0_0_38f5c1d6d70d63f077dced18bce72c76.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებული პირები მოქალაქეებზე ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა გზებითა და მეთოდებით ახდენდნენ. მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხებს. უწყების ცნობით, დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნახევარ კგ-მდე მეტი წ „კოკაინის“ შემოტანას ცდილობდა. გარდა ამისა, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ნახევარ კგ-მდე „მეტამფეტამინი”. ამავდროულად დაკავებულია 16 პირი, რომელთა პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები. გამოძიება სსკ-ის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271112610_94:0:1187:820_1920x0_80_0_0_12dd7660c2dc1003007fee2e5ee961b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით: დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი
დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებული პირები მოქალაქეებზე ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა გზებითა და მეთოდებით ახდენდნენ. მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხებს.
ნარკოდამნაშავეების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“ და სხვ. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნახევარ კგ-მდე მეტი წ „კოკაინის“ შემოტანას ცდილობდა.
გარდა ამისა, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილია ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ნახევარ კგ-მდე „მეტამფეტამინი”.
ამავდროულად დაკავებულია 16 პირი, რომელთა პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები.
გამოძიება სსკ-ის 236-ე, 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.