https://sputnik-georgia.com/20260218/metelkinas-da-berulavas-500-atasi-lari-gadaecemat-297194980.html
„ისტორიული გამარჯვებაა“: მეტელკინასა და ბერულავას 500-500 ათასი ლარი გადაეცემათ
„ისტორიული გამარჯვებაა“: მეტელკინასა და ბერულავას 500-500 ათასი ლარი გადაეცემათ
Sputnik საქართველო
ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედლები ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოიპოვეს. 18.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-18T15:00+0400
2026-02-18T15:00+0400
2026-02-18T15:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297169948_0:118:2048:1270_1920x0_80_0_0_ea658cabbf7b67d06e201c661621f846.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს - ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს. „ეს არის ისტორიული გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის სპორტის ამ სახეობაში და სპორტის ზამთრის სახეობებში“, - განაცხადა კობახიძემ.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ამ გამარჯვებისთვის თითოეული სპორტსმენი პრემიის სახით მიიღებს 500 ათას ლარს, ნაცვლად 250 ათასისა. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ (იაპონია) მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიანე ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა (გერმანია). ამ ეტაპზე ქართველ მოციგურავეები გუნდური ასპარეზობის ტურნირში მეოთხე ადგილზე არიან, ნიკა ეგაძე მე-10, ხოლო დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზეა. ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. კერძოდ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297169948_100:0:1949:1387_1920x0_80_0_0_901a19f86897af4e4e2b90ef1a9938c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
„ისტორიული გამარჯვებაა“: მეტელკინასა და ბერულავას 500-500 ათასი ლარი გადაეცემათ
ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური მედლები ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მოიპოვეს.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. გრძელდება ქართული სპორტის წარმატების ისტორია და განსაკუთრებული მადლობა ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებს - ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა პირველად საქართველოს ისტორიაში, ზამთრის სპორტის სახეობებში ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
„ეს არის ისტორიული გამარჯვება. დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის სპორტის ამ სახეობაში და სპორტის ზამთრის სახეობებში“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ამ გამარჯვებისთვის თითოეული სპორტსმენი პრემიის სახით მიიღებს 500 ათას ლარს, ნაცვლად 250 ათასისა.
„ჩვენ გვქონდა დაწესებული პრემია საპრიზო ადგილებისთვის. თითო მედლისთვის და შესაბამისად, წყვილისთვის დაწესებული იყო პრემია, 500 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად, თითოეული მიიღებდა 250 ათას ლარს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გამარჯვებისთვის თითოეული სპორტსმენი წყვილში მიიღებს 500 ათას ლარს, რადგან ეს არის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა.
ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ფიგურული ციგურაობის სპორტული წყვილების კატეგორიაში თავისუფალი პროგრამით იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 146,29 ქულა დაიმსახურეს, ორი პროგრამის ჯამში 221,75 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. ოლიმპიური ოქროს მედლები რიკუ მიურა და რუიჩი კიჰარამ (იაპონია) მოიპოვეს, ბრინჯაო კი მინერვა ფაბიანე ჰასემ და ნიკიტა ვოლოდინმა (გერმანია).
ამ ეტაპზე ქართველ მოციგურავეები გუნდური ასპარეზობის ტურნირში მეოთხე ადგილზე არიან, ნიკა ეგაძე მე-10, ხოლო დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზეა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. კერძოდ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი იქნება.