https://sputnik-georgia.com/20260218/levan-davitashvilma-saqartvelo-datova-297199376.html
ლევან დავითაშვილმა საქართველო დატოვა
ლევან დავითაშვილმა საქართველო დატოვა
Sputnik საქართველო
გუშინ ყოფილი მაღალჩინოსანი სუს-ში ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაკითხეს. 18.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-18T19:20+0400
2026-02-18T19:20+0400
2026-02-18T20:29+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/18/293035538_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_00a3410bf7db54bf053a0aa38449a661.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრმა ლევან დავითაშვილი საქართველოს ტერიტორია დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი"გუშინ ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენდირექტორი გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) გამოკითხვაზე იმყოფებდნენ. ყოფილი მაღალჩინოსნები უწყებაში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიბარეს. სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უწყება დაინტერესებული იყო აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპის გაზით მომარაგებითა და ამ თანამშრომლობის პირობებით. თუმცა, სუს-ში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე. საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2025 წლის ივნისში დატოვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებდა. თუმცა, დავითაშვილმა მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც რამდენიმე თვეში დატოვა. დავითაშვილი 2025 წლის სექტემბრიდან ყულევის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/18/293035538_227:0:2048:1366_1920x0_80_0_0_3c76ec9b9e58455228d6bbef176d4064.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ლევან დავითაშვილმა საქართველო დატოვა
19:20 18.02.2026 (განახლებულია: 20:29 18.02.2026) გუშინ ყოფილი მაღალჩინოსანი სუს-ში ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაკითხეს.
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრმა ლევან დავითაშვილი საქართველოს ტერიტორია დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „ტვ პირველი"
გუშინ ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენდირექტორი გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) გამოკითხვაზე იმყოფებდნენ. ყოფილი მაღალჩინოსნები უწყებაში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიბარეს.
სუს-ის შენობის დატოვების შემდეგ დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უწყება დაინტერესებული იყო აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპის გაზით მომარაგებითა და ამ თანამშრომლობის პირობებით.
თუმცა, სუს-ში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2025 წლის ივნისში დატოვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებდა. თუმცა, დავითაშვილმა მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც რამდენიმე თვეში დატოვა.
დავითაშვილი 2025 წლის სექტემბრიდან ყულევის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.