https://sputnik-georgia.com/20260217/tbilisshi-taglitobis-braldebit-gamomziebeli-daakaves-297181698.html
თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 17.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-17T21:39+0400
2026-02-17T21:39+0400
2026-02-17T21:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, 38 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისი ნაცნობის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ მოტყუებით მოსთხოვა 3 ათასი დოლარი, საიდანაც 500 დოლარი წინასწარ გამოართვა. გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 38 წლის მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მისი ნაცნობის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ მოტყუებით მოსთხოვა 3 ათასი დოლარი, საიდანაც 500 დოლარი წინასწარ გამოართვა.
გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.