საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2026
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები უწყებაში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილი ვიცე - პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) გამოკითხვაზე იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
გარდა ამისა, უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენდირექტორი გიორგი ჩიქოვანიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები უწყებაში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიბარეს.
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, გასული წლის ივნისში დატოვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებდა. დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც რამდენიმე თვეში დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მან მუშაობა კერძო სექტორში გააგრძელა.
ყველა ახალი ამბავი
0