https://sputnik-georgia.com/20260217/davitashvili-susshi-daibares-297183040.html
ვოლსკი დავითაშვილის გამოკითხვაზე: ეს არ ნიშნავს, რომ ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს
ვოლსკი დავითაშვილის გამოკითხვაზე: ეს არ ნიშნავს, რომ ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს
Sputnik საქართველო
ყოფილი მაღალჩინოსნები უწყებაში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. 17.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-17T17:00+0400
2026-02-17T17:00+0400
2026-02-17T17:00+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259804177_0:0:1698:955_1920x0_80_0_0_9edeeb0fbcce8ea4e92a1bfc61bf34e0.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილი მაღალჩინოსანი დაიბარონ გამოკითხვაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს, ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სუს-ში ექს-მინისტრ ლევან დავითაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენდირექტორი გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) გამოკითხვაზე დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები უწყებაში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიბარეს. ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2025 წლის ივნისში დატოვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებდა. თუმცა, დავითაშვილმა მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც რამდენიმე თვეში დატოვა. ლევანი დავითაშვილი 2025 წლის სექტემბრიდან ყულევის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს. რაც შეეხება გიორგი ჩიქოვანს, ის ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის პოსტს 2022 წლის ივნისიდან 2025 წლის ივლისამდე იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/16/259804177_175:0:1698:1142_1920x0_80_0_0_1a50fbd7c4ec3d07b1a6b37414a119f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
ვოლსკი დავითაშვილის გამოკითხვაზე: ეს არ ნიშნავს, რომ ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს
ყოფილი მაღალჩინოსნები უწყებაში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილი მაღალჩინოსანი დაიბარონ გამოკითხვაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს, ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სუს-ში ექს-მინისტრ ლევან დავითაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენდირექტორი გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) გამოკითხვაზე დაიბარეს.
„დეტალები არ ვიცით. ამის თაობაზე სათანადო განცხადება გაკეთდება. ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს, ეს ჩვეულებრივი ამბავი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრი იქნას დაბარებული ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი“, - განაცხადა ვოლსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მაღალჩინოსნები უწყებაში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიბარეს.
ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2025 წლის ივნისში დატოვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაშინ განაცხადა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლისა და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებდა. თუმცა, დავითაშვილმა მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც რამდენიმე თვეში დატოვა.
ლევანი დავითაშვილი 2025 წლის სექტემბრიდან ყულევის კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
რაც შეეხება გიორგი ჩიქოვანს, ის ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის პოსტს 2022 წლის ივნისიდან 2025 წლის ივლისამდე იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.