პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2026
გამოწერა
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 25-დან 31 წლამდეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 25-დან 31 წლამდეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც მცირე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით დაუკავშირდნენ და
მას სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 ათასი დოლარი გამოსძალეს.
კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა - სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0