საქართველოს მთავრობა შრომის ბაზრის კვლევას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2026
გამოწერა
ქვეყანაში, სკანდალების ფონზე, ფართომასშტაბიანი განათლების რეფორმა მიმდინარეობს.
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს შრომის ბაზრის კვლევას, რომელიც უნივერსიტეტების რეფორმის საფუძველს წარმოადგენდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეარხ „იმედის“ ეთერში დებატების დროს განაცხადა.
ამ კვირაში ხელისუფლებამ გამოაქვეყნა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობა. მიუხედავად საქართველოს უნივერსიტეტებში ადგილების საერთო რაოდენობის ზრდისა, რიგ სპეციალობებზე ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
„უახლოეს მომავალში გავმართავთ ამ (შრომის ბაზრის - რედ.) კვლევის პრეზენტაციას“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, კვლევა მოიცავს ათ მსხვილ მიმართულებას.
“რაც შეეხება კვლევის მასშტაბს, გამსხვილებული სპეციალობების მიხედვით ჩატარდა კვლევა. დაახლოებით 40 ერთეული იყო, ალბათ... ყველა მსხვილი სფერო არის აღებული – სამართალი, მედიცინა, ფუნდამენტური მეცნიერებები და ყველა მიმართულებით არის განსაზღვრული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად კვოტები. თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კერძოდ, ტელეარხ „იმედის“ ეთერში გამართული დებატების დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო რეფორმის მიზნებსა და აუცილებლობას, ბაზრის კვლევას, რომელზეც თავად რეფორმაა დაფუძნებული, განათლების დაბალ ხარისხს, იმ ფაქტს, რომ ქართული უნივერსიტეტები მუდმივად ვერ ხვდებიან მსოფლიო რეიტინგებში ან ბოლო ადგილებს იკავებენ, ასევე უნივერსიტეტების ავტონომიასა და „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პრინციპს.
მხარეებმა დებატებზე ვერცერთი საკითხი სიღრმისეულად ვერ განიხილეს. მაგალითად, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფაკულტეტების თბილისიდან სხვა ქალაქებში გადატანა მიუღებელია, ეს პოზიცია კი პრემიერ-მინისტრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„გვითხარით არგუმენტები, ალტერნატივა, ეს არის ჩვენი თხოვნა, მაგრამ ერთი თვე ისე გავიდა, არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით არგუმენტები არ გვესმოდა“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ განათლების ახალი რეფორმის დამტკიცების შემდეგ, რომელსაც ისინი არალოგიკურად მიიჩნევენ, „მასზე დისკუსიას აზრი აღარ აქვს“.
თანაც, დებატები გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც დებატების კულტურის აღორძინებას ისახავდა მიზნად.
ყველა ახალი ამბავი
0