https://sputnik-georgia.com/20260214/qurdobisa-da-zarcvlis-braldebit-tbilissi-arasrulwlovnebi-daakaves-297136324.html
ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით თბილისში არასრულწლოვნები დააკავეს
ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით თბილისში არასრულწლოვნები დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოზარდებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 14.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-14T13:59+0400
2026-02-14T13:59+0400
2026-02-14T13:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_1f7329e7b8d9bfd40549f012c3e7f449.jpg
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებულების ასაკი 16-დან 18 წლემდეა. მათგან ერთი-ერთი არასრულწლოვანი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მხილებული იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა თბილისში მდებარე "ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილი ერთ-ერთი ფილიალიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია, ასევე თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული თბილისში მდებარე "ორი ნაბიჯის" მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 800 ლარამდე თანხას. სამივე არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825170_226:0:2451:1669_1920x0_80_0_0_5c73595020d1f8927d1c673e0ccee89d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით თბილისში არასრულწლოვნები დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოზარდებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულების ასაკი 16-დან 18 წლემდეა. მათგან ერთი-ერთი არასრულწლოვანი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მხილებული იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა თბილისში მდებარე "ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილი ერთ-ერთი ფილიალიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია, ასევე თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული თბილისში მდებარე "ორი ნაბიჯის" მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 800 ლარამდე თანხას.
სამივე არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.