https://sputnik-georgia.com/20260213/arasrulwlovnis-mimart-muqarisa-da-izulebis-faqtze-policieli-daakaves-297120272.html
არასრულწლოვანის მიმართ მუქარისა და იძულების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს
არასრულწლოვანის მიმართ მუქარისა და იძულების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს
Sputnik საქართველო
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 13.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-13T14:29+0400
2026-02-13T14:29+0400
2026-02-13T14:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284479535_0:110:2362:1439_1920x0_80_0_0_6d260558ffbb183406b4c3cd5b92ddbe.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება პროკურატურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გამოკითხეს მისი იდენტიფიცირების მიზნით. სამმართველოს უფროსის მოადგილემ არასრულწლოვანს მოსთხოვა მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. "აღნიშნულით გაღიზიანებულმა სამმართველოს უფროსის მოადგილემ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა", - ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის ცნობით, პოლიციელმა გამოკითხვისას აღიარა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ფაქტი. მას საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლი), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284479535_412:193:2250:1572_1920x0_80_0_0_1e5e141e9542a0d9f5b62ff1dbb0790e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
არასრულწლოვანის მიმართ მუქარისა და იძულების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს
პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება პროკურატურის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გამოკითხეს მისი იდენტიფიცირების მიზნით.
"ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილემ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.
სამმართველოს უფროსის მოადგილემ არასრულწლოვანს მოსთხოვა მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი.
"აღნიშნულით გაღიზიანებულმა სამმართველოს უფროსის მოადგილემ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა", - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, პოლიციელმა გამოკითხვისას აღიარა მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ჩადენის ფაქტი. მას საგამოძიებო უწყება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლი), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.