8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2026
გამოწერა
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მთელ მსოფლიოში.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 8 მაისი ღვინის ეროვნულ დღედ გამოაცხადა. შესაბამის შესაბამის განკარგულებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
„დაწესდეს „ღვინის ეროვნული დღე". „ღვინის ეროვნული დღე" აღინიშნოს ყოველი წლის 8 მაისს", – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 12 თებერვლით თარიღდება.
როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, ღვინის ეროვნული დღის დაწესების მიზანი ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენაა.
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მთელ მსოფლიოში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახლოებით 8 ათასი წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.
ყველაზე დაწინაურებული მევენახეობასა და მეღვინეობაში საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარლის რაიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი.
ყველა ახალი ამბავი
0