მცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება - დეტალები

© Municipal Development Fund of Georgiaმცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება
მცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2026
გამოწერა
პროექტის შემუშავების დროს იუნესკოს რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება, ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 7 თვეა განსაზღვრული.
პროექტი, პარკის მოწყობასთან ერთად, მოიცავს თეატრონის რეაბილიტაციასაც, საიდანაც იშლება ჯვრის მონასტრისა და სვეტიცხოვლის პანორამული ხედები.
© Municipal Development Fund of Georgiaმცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება
В Мцхета началось проектирование парка возле Театратрона - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2026
მცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება
მდინარისპირა ურბანული პარკი გააერთიანებს საბავშვო, სპორტულ, დასასვენებელ და საგანმანათლებლო სივრცეებს, საფეხმავლო და ველო ბილიკების ქსელს. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ავტოსადგომი, რომელიც მოიცავს ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილ სივრცეს.
© Municipal Development Fund of Georgiaმცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება
В Мцхета началось проектирование парка возле Театратрона - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2026
მცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება
„ასევე გათვალისწინებული იქნება ვიდეო მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების, გარე განათების და წყალმომარაგების სისტემების მოწყობა. პროექტით გათვალისწინებულია მდინარე არაგვზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ლანდშაფტური და წყლის ობიექტების მოწყობა“, - ნათქვამია პროექტის აღწერაში.
© Municipal Development Fund of Georgiaმცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება
В Мцхета началось проектирование парка возле Театратрона - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2026
მცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება
ვინაიდან ტერიტორია მოქცეულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ ბუფერულ ზონაში, მუნიციპალური განთვითარების ფონდის მოთხოვნით, პროექტის ავტორმა დოკუმენტაცია უნდა შეუთანხმოს მუნიციპალიტეტს, კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
© Municipal Development Fund of Georgiaმცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება
В Мцхета началось проектирование парка возле Театратрона - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2026
მცხეთაში დიდი თანამედროვე პარკის პროექტირება იწყება
ახალი პარკის პროექტირების პროცესში, არსებობის შემთხვევაში, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების რეკომენდაციები.
ყველა ახალი ამბავი
0