მარნეულში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBპოლიცია მარნეულში
პოლიცია მარნეულში - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2026
გამოწერა
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
58 წლის მამაკაცი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თურქეთში ჩადენილი ქურდობებისთვის იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარნეულში დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0