https://sputnik-georgia.com/20260212/geografias-ver-secvli-papuasvili-rusetis-evrokavsirisa-da-usafrtcoebis-sesaxeb-297113332.html
გეოგრაფიას ვერ შეცვლი - პაპუაშვილი რუსეთის, ევროკავშირისა და უსაფრთხოების შესახებ
გეოგრაფიას ვერ შეცვლი - პაპუაშვილი რუსეთის, ევროკავშირისა და უსაფრთხოების შესახებ
Sputnik საქართველო
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ... 12.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-12T20:22+0400
2026-02-12T20:22+0400
2026-02-12T20:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_59bcd45a4c96061dfb3486b2b99ac0e4.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა არჩევანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვასა და გონივრული საჯარო პოლიტიკის გატარების სასარგებლოდ, რადგან პატრიოტიზმი არის არა ხმამაღალი ლოზუნგები, არამედ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობაა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი პოსტი, რომელსაც თან ახლდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება რუსეთის მონაწილეობით ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის აუცილებლობის შესახებ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა უზარმაზარი განსხვავება საქართველოსა და საფრანგეთს შორის გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით: მაშინ, როდესაც საფრანგეთისთვის რუსეთამდე მანძილი ათასობით კილომეტრით იზომება, საქართველოსთვის ეს რამდენიმე ასეული მეტრია.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორია ასეთი კონფლიქტების კანონზომიერებას აჩვენებს: დიდი სახელმწიფოები ცვლიან ძალთა ბალანსს, რის გამოც პატარა ქვეყნები ზარალდებიან. პაპუაშვილის თქმით, შედეგები პროგნოზირებადია, კონფლიქტების მოგვარება კი გარდაუვალია — როგორც ეს მე-19 და მე-20 საუკუნეებში მომხდარა.„2022 წელს კითხვა მხოლოდ ერთი იყო: ამ გარდაუვალ დღეს, რაც უკვე პრეზიდენტ მაკრონის ბაგეებიდანაც გვესმის, საქართველო დანგრეული და განადგურებული შეხვდებოდა, თუ ჩვენივე გამოცდილებიდან ვისწავლიდით და სხვისი ყალბი პათეტიკის აყოლას, ჩვენი გზის გაყოლას ვამჯობინებდით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, სწორედ აქ გაივლო ზღვარი პატრიოტებს და იმათ შორის, ვინც სხვისი იდეოლოგიით ხელმძღვანელობს და „დიდი მომავლის“ გამო ძალადობას ამართლებს. მისი თქმით, ამ დროშის ქვეშ „აგინეს თანამოქალაქეებს, მეგობრებს, განსხვავებულად მოფიქრალებს, უფურთხეს თეფშში და წყევლეს კედლებზე“.2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.ქვეყნები ინარჩუნებენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კავშირებს, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჯერ არ საუბრობენ.ამასობაში, დასავლეთი აკრიტიკებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას დემოკრატიის გზიდან გადახვევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო. საქართველოს ხელისუფლება ამ განხეთქილებას უკრაინულ კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით დასავლეთის უკმაყოფილებას და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების სურვილს მიაწერს.
საქართველო
ევროკავშირი
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523716_108:0:2839:2048_1920x0_80_0_0_f283566a3c05d923bc3c13945a64ace1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საფრანგეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საფრანგეთი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
გეოგრაფიას ვერ შეცვლი - პაპუაშვილი რუსეთის, ევროკავშირისა და უსაფრთხოების შესახებ
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა არჩევანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვასა და გონივრული საჯარო პოლიტიკის გატარების სასარგებლოდ, რადგან პატრიოტიზმი არის არა ხმამაღალი ლოზუნგები, არამედ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობაა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი პოსტი, რომელსაც თან ახლდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება რუსეთის მონაწილეობით ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის აუცილებლობის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა უზარმაზარი განსხვავება საქართველოსა და საფრანგეთს შორის გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით: მაშინ, როდესაც საფრანგეთისთვის რუსეთამდე მანძილი ათასობით კილომეტრით იზომება, საქართველოსთვის ეს რამდენიმე ასეული მეტრია.
„ეს მძიმე, ხელშესახები და გეოგრაფიული განსხვავება სრულიად განსხვავებულ ვითარებაში გვაყენებს ჩვენ და საფრანგეთს. ეს არის სხვაობა მათ თეორიულ რიტორიკასა და ჩვენი რეალური პასუხისმგებლობის სიმძიმეს შორის, გეოპოლიტიკურ განცხადებებსა და გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს შორის“, - დაწერა პაპუაშვილი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორია ასეთი კონფლიქტების კანონზომიერებას აჩვენებს: დიდი სახელმწიფოები ცვლიან ძალთა ბალანსს, რის გამოც პატარა ქვეყნები ზარალდებიან. პაპუაშვილის თქმით, შედეგები პროგნოზირებადია, კონფლიქტების მოგვარება კი გარდაუვალია — როგორც ეს მე-19 და მე-20 საუკუნეებში მომხდარა.
„2022 წელს კითხვა მხოლოდ ერთი იყო: ამ გარდაუვალ დღეს, რაც უკვე პრეზიდენტ მაკრონის ბაგეებიდანაც გვესმის, საქართველო დანგრეული და განადგურებული შეხვდებოდა, თუ ჩვენივე გამოცდილებიდან ვისწავლიდით და სხვისი ყალბი პათეტიკის აყოლას, ჩვენი გზის გაყოლას ვამჯობინებდით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, სწორედ აქ გაივლო ზღვარი პატრიოტებს და იმათ შორის, ვინც სხვისი იდეოლოგიით ხელმძღვანელობს და „დიდი მომავლის“ გამო ძალადობას ამართლებს. მისი თქმით, ამ დროშის ქვეშ „აგინეს თანამოქალაქეებს, მეგობრებს, განსხვავებულად მოფიქრალებს, უფურთხეს თეფშში და წყევლეს კედლებზე“.
„ჩვენ კი საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია. გეოგრაფიას ვერ შეცვლი. ვერც ისტორიას წაშლი. ვინც ამ სიმართლეს თვალს უსწორებს, ის ომს არ ემსახურება და ქვეყანას იცავს. სწორედ ეს არჩევანი გააკეთა საქართველომ,”- წერს პაპუაშვილი.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.
ქვეყნები ინარჩუნებენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კავშირებს, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჯერ არ საუბრობენ.
ამასობაში, დასავლეთი აკრიტიკებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას დემოკრატიის გზიდან გადახვევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო. საქართველოს ხელისუფლება ამ განხეთქილებას უკრაინულ კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით დასავლეთის უკმაყოფილებას და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების სურვილს მიაწერს.