სამეგრელოს პოლიციამ ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2026
გამოწერა
დანაშაული 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე 52 წლის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, 38 და 33 წლის ორ მამაკაცთან ერთად 22 წლის პირის მიმართ ძალადობას გაუწია ორგანიზება.
გასული წლის 31 დეკემბერს, მათ შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 22 წლის ახალგაზრდამ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა 52 და 38 წლის მამაკაცებს. პოლიციამ ის დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა, ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები კი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ორივე დაზარალებულის და კიდევ ერთი მამაკაცის ბრალეულობა გამოიკვეთა. სამართალდამცველებმა ისინი თბილისში, ბათუმსა და ხობში დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0