სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2026
გამოწერა
დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ისინი ქვეყნიდან გააძევეს.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
32 და 52 წლის პირები სამართალდამცველებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალესა“ და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ისინი ქვეყნიდან გააძევეს.
ყველა ახალი ამბავი
0