https://sputnik-georgia.com/20260210/saqartveloshi-ekonomikuri-ganvitarebis-banki-iqmneba-297067485.html
მთავრობა ახალ უწყებას - საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკს აფუძნებს
მთავრობა ახალ უწყებას - საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკს აფუძნებს
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს იმ ინვესტორებს, რომლებსაც დაფინანსების პრობლემები აქვთ. 10.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-10T16:15+0400
2026-02-10T16:15+0400
2026-02-10T16:15+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1b/295976666_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_817dcdb26a4b423aa323651cf9157ceb.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ, ოპტიმიზაციის ფარგლებში, ახალი სახელმწიფო სტრუქტურის — ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ბანკის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.ამისთვის ხელისუფლება მოქმედი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ლიკვიდაციას განახორციელებს, რომელთა ბაზაზეც შეიქმნება აბსოლუტურად ახალი უწყება. უკვე მზად არის რეფორმის დადგენილება და პროცესი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაიწყება. მისი თქმით, ახალი უწყება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს დაფარავს, თუმცა, აქცენტი გაკეთდება იმ სექტორებზე, რომლებსაც გამოკვეთილად დამატებითი ყურადღება სჭირდება, მათ შორის დაფინანსების გაზრდა. მინისტრის თქმით, ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია რომ ინვესტორებს, რომლებიც აწყდებიან პრობლემებს – იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა რიგი ინსტრუმენტები.როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ინიციატივის გეგმის თანახმად, ფაქტობრივად, მიმდინარე პირველი კვარტლის ბოლოსთვის ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნება, სტრუქტურა საკმაოდ მოცულობითი იქნება და, შესაბამისად, გარკვეული დრო დასჭირდება გუნდის სრულად ფორმირებას.როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახალი სტრუქტურა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების მართვის ოპტიმიზაციას.„განვითარების ფონდი“ „საპარტნიორო ფონდის“ საფუძველზე 2023 წელს შეიქმნა. „საპარტნიორო ფონდი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიმართულება ინვესტიციების წახალისებაა საინვესტიციო პროექტების განვითარების ადრეულ ეტაპზე თანამონაწილეობის გზით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/1b/295976666_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_e65b2a86d278b606b3b93b9bf198b558.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მთავრობა ახალ უწყებას - საქართველოს ეკონომიკური განვითარების ბანკს აფუძნებს
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს იმ ინვესტორებს, რომლებსაც დაფინანსების პრობლემები აქვთ.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ, ოპტიმიზაციის ფარგლებში, ახალი სახელმწიფო სტრუქტურის — ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ბანკის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამისთვის ხელისუფლება მოქმედი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ლიკვიდაციას განახორციელებს, რომელთა ბაზაზეც შეიქმნება აბსოლუტურად ახალი უწყება. უკვე მზად არის რეფორმის დადგენილება და პროცესი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაიწყება.
„ჩვენ მზად ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ეკონომიკის ყველა დარგის გამოწვევას და ასევე ამ დარგებში ოპერირებადი მცირე და საშუალო, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებს. „აწარმოე საქართველოში“ თავისი შინაარსით ძალიან დიდ მასშტაბს შეიძენს და რეალურად გახდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ახალი უწყება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს დაფარავს, თუმცა, აქცენტი გაკეთდება იმ სექტორებზე, რომლებსაც გამოკვეთილად დამატებითი ყურადღება სჭირდება, მათ შორის დაფინანსების გაზრდა.
„აქედან გამომდინარე, გამოვყოფდი წარმოებას, რათა შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება, ხელი შევუწყოთ კონკრეტული სექტორების განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკის – ამ კუთხით გარკვეული გამოწვევები გვაქვს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრე", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია რომ ინვესტორებს, რომლებიც აწყდებიან პრობლემებს – იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა რიგი ინსტრუმენტები.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ინიციატივის გეგმის თანახმად, ფაქტობრივად, მიმდინარე პირველი კვარტლის ბოლოსთვის ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნება, სტრუქტურა საკმაოდ მოცულობითი იქნება და, შესაბამისად, გარკვეული დრო დასჭირდება გუნდის სრულად ფორმირებას.
როგორც ადრე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახალი სტრუქტურა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების მართვის ოპტიმიზაციას.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ის 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას. 2017 წლის აპრილში ამავე სახელწოდების სააგენტო შეიქმნა.
„განვითარების ფონდი“ „საპარტნიორო ფონდის“ საფუძველზე 2023 წელს შეიქმნა. „საპარტნიორო ფონდი“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიმართულება ინვესტიციების წახალისებაა საინვესტიციო პროექტების განვითარების ადრეულ ეტაპზე თანამონაწილეობის გზით.