https://sputnik-georgia.com/20260210/romeli-programebi-gadava-milevad-rejimshi-reqtoris-ganmarteba-297075958.html
რომელი პროგრამები გადავა „მილევად რეჟიმში“: სტუ-ის რექტორის განმარტება
რომელი პროგრამები გადავა „მილევად რეჟიმში“: სტუ-ის რექტორის განმარტება
Sputnik საქართველო
გურგენიძის განცხადებით, კონკურსის წესით არჩეული პროფესორ-მასწავლებლები საქმიანობას გააგრძელებენ. 10.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-10T15:00+0400
2026-02-10T15:00+0400
2026-02-10T15:00+0400
საქართველო
საზოგადოება
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696699_0:117:3000:1805_1920x0_80_0_0_7867b5dcd87fbcfe380efc097ad72213.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) არის სამი ფაკულტეტი, რომელიც „მილევად რეჟიმში“ გადავა, განაცხადა უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა დავით გურგენიძემ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება, თუმცა, სტუ „წმინდა ტექნიკურ“ უნივერსიტეტად გარდაიქმნება. ამასთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა დისციპლინებზე მიღება აღარ გამოცხადდება. როგორც რექტორმა აღნიშნა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება რეფორმა, რომლის შედეგადაც ის ჩამოყალიბდება რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად. დღეიდან განათლების სამინისტროში ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის მიზანი ე.წ. მილევადი რეჟიმის განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, ასევე აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილებაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა. გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდება უნდა ყოფილიყო „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი". მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0b/251696699_331:0:3000:2002_1920x0_80_0_0_5ff26a917fcd47f9b1b054613db1cef8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველო, საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
რომელი პროგრამები გადავა „მილევად რეჟიმში“: სტუ-ის რექტორის განმარტება
გურგენიძის განცხადებით, კონკურსის წესით არჩეული პროფესორ-მასწავლებლები საქმიანობას გააგრძელებენ.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) არის სამი ფაკულტეტი, რომელიც „მილევად რეჟიმში“ გადავა, განაცხადა უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა დავით გურგენიძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება, თუმცა, სტუ „წმინდა ტექნიკურ“ უნივერსიტეტად გარდაიქმნება. ამასთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა დისციპლინებზე მიღება აღარ გამოცხადდება.
„ჩვენ გვაქვს სამი ფაკულტეტი - სამართლისა და საერთაშორისო მიმართულების ფაკულტეტი, სოციალურ-მეცნიერების ფაკულტეტი და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი. აქ არის სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ამაზე იქნება საუბარი, ისინი წავლენ „მილევად რეჟიმში, შემდეგ კი თსუ-ში გადავა“, - განაცხადა გურგენიძემ.
როგორც რექტორმა აღნიშნა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება რეფორმა, რომლის შედეგადაც ის ჩამოყალიბდება რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად.
„მინდა, ვუთხრა ახალგაზრდებს, ჩვენ უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ჰუმანიტარული კათედრები და საინჟინრო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სჭირდება ჰუმანიტარული მიმართულება. ასე რომ პროფესორები, რომლებიც კონკურსებით არიან არჩეულები, მუშაობას გააგრძელებენ“, - განაცხადა გურგენიძემ.
დღეიდან განათლების სამინისტროში ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის მიზანი ე.წ. მილევადი რეჟიმის განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, ასევე აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილებაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი 29 იანვარს გახდა. გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდება უნდა ყოფილიყო „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი".
მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ორივე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.