https://sputnik-georgia.com/20260208/tbilisis-meria-piltvis-kibos-skriningis-dapinansebas-iwyebs-297028644.html
თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას იწყებს
თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას იწყებს
Sputnik საქართველო
2025 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 150.367 შემთხვევა დაფინანსდა. 08.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-08T11:49+0400
2026-02-08T11:49+0400
2026-02-08T11:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:420:2895:2048_1920x0_80_0_0_f533a3d362ca11d4f88ad770532459d9.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია 1-ელი მაისიდან დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას დააფინანსებს, განაცხადა მერმა კახა კალაძემ.გარკვეული სახის ონკოდაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის პროგრამა ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის.მისი თქმით, დედაქალაქის მერია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას დიდ ყურადღებას უთმობს.„თბილისის მერია განუწყვეტლივ უჭერს მხარს მოსახლეობას ამ მზაკვრული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში და ახორციელებს არაერთ პროგრამას როგორც სკრინინგის, ისე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კალაძემ.დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სრულად ფინანსდება სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები .პროგრამის მიზანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.2025 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 150.367 შემთხვევა დაფინანსდა. 2026 წლის თბილისის მერიის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 46.122,590 ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:284:2352:2048_1920x0_80_0_0_9854fe52ed42ad4e0ba1584479de8230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები
თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას იწყებს
2025 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 150.367 შემთხვევა დაფინანსდა.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერია 1-ელი მაისიდან დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას დააფინანსებს, განაცხადა მერმა კახა კალაძემ.
გარკვეული სახის ონკოდაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის პროგრამა ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის.
„უახლოეს მომავალში, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევა ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც სრულად იქნება დაფინანსებული. აღნიშნული პროგრამა პირველი მაისიდან ჩაეშვება და შევძლებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას“,-აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას დიდ ყურადღებას უთმობს.
„თბილისის მერია განუწყვეტლივ უჭერს მხარს მოსახლეობას ამ მზაკვრული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში და ახორციელებს არაერთ პროგრამას როგორც სკრინინგის, ისე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიმართულებით, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა კალაძემ.
დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სრულად ფინანსდება სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, ასევე პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები .
პროგრამის მიზანია დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.
2025 წელს დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 150.367 შემთხვევა დაფინანსდა.
2026 წლის თბილისის მერიის ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით 46.122,590 ლარია.