პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 30-დან 41 წლამდეა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობა ედებათ ბრალად,
სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0