https://sputnik-georgia.com/20260207/walkasi-gansakutrebit-didi-odenobit-marixuaba-da-cecxlsasroli-iarari-amoires-297010135.html
წალკაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
წალკაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 07.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-07T13:19+0400
2026-02-07T13:19+0400
2026-02-07T13:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/26/238392620_0:51:1000:614_1920x0_80_0_0_2743c25c8badb7627f74a99121fb9454.jpg
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა წალკაში ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 23 და 72 წლის დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. სამართალდამცველებმა წალკის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 760 გრამი "გამომშრალი მარიხუანა", ხოლო მეორე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი და 26 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/26/238392620_57:0:942:664_1920x0_80_0_0_9b937b16867936b6375fb4ba4369baaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
წალკაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მარიხუანა" და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა წალკაში ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
23 და 72 წლის დაკავებულებს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ერთ-ერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
სამართალდამცველებმა წალკის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 760 გრამი "გამომშრალი მარიხუანა", ხოლო მეორე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი და 26 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.