https://sputnik-georgia.com/20260207/teleomedis-holdingi-1000-larad-gaiyida-297009083.html
"ტელეიმედის" ჰოლდინგი 1000 ლარად გაიყიდა
"ტელეიმედის" ჰოლდინგი 1000 ლარად გაიყიდა
Sputnik საქართველო
"იმედის" 50%-იანი წილის მფლობელი "პრაიმ მედია გლობალი" გახდება, ხოლო 50% მაკა ლომიძისა და მისი ოთხი მოადგილის მფლობელობაში იქნება. 07.02.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-02-07T10:56+0400
2026-02-07T10:56+0400
2026-02-07T10:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
კომპანიების ახალი ამბები
საქართველოს ბიზნესგარემო
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24599/65/245996564_0:175:3017:1872_1920x0_80_0_0_71e0f0782256313b93193f7c984267a6.jpg
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" და "იმედის ჰოლდინგი", რომელშიც GDS-იც შედის, გაყიდა. ამის შესახებ განცხადება მედიაჰოლდინგის უკვე ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაავრცელა. კომპანია "ტელეიმედის" მფლობელი "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" წილების გასხვისების შესახებ ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 6 თებერვალს აისახა - "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 100%-იანი წილი "პრაიმ მედია გლობალმა" (PMG) 1000 ლარად შეიძინა. "პრაიმ მედია გლობალის" 100%-იანი წილის მფლობელია ილია მიქელაიშვილი. როგორც რუხაძე აღნიშნავს, "პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის "იმედთან" დამშვიდობება". რუხაძის მტკიცებით, "იმედის" თვითმიზანი არასდროს ყოფილა "ქართული ოცნების" უპირობო მხარდაჭერა. თუმცა, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო. "შეიძლება ითქვას, რომ გასული 7-8 წლის განმავლობაში, ჩვენი მიზნები მეტ-ნაკლებად შევასრულეთ. დღეს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ. ამ პროცესში "იმედმაც" მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოს ომში ჩართვის საშიშროებაც საკმაოდაა შემცირებული", - ნათქვამია რუხაძის განცხადებაში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "იმედის" ფლობა ბიზნესჯგუფისთვის ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა და დამატებით სირთულეებს ქმნიდა ძირითად საინვესტიციო საქმიანობაში. მედიაჰოლდინგის ყოფილი მფლობელის განცხადებით, არჩევანი შეჩერდა "პრაიმ მედია გლობალზე", კომპანიაზე, რომელიც, მისივე თქმით, "მრავალი წელია თანამშრომლობს "იმედთან" რეკლამის გაყიდვაზე". ამჟამად "ტელეიმედის" 100%-ის მესაკუთრე "პრაიმ მედია გლობალის" მფლობელი ილია მიქელაიშვილია, თუმცა რუხაძის განცხადებით, მიქელაიშვილმა მომდევნო სამი თვის ვადაში კომპანიის 50% უნდა გადაუფორმოს "იმედის" გენერალურ დირექტორ მაკა ლომიძეს და მის 4 მოადგილეს. შესაბამისად, "იმედის" თანამფლობელები, ათ-ათი პროცენტის მფლობელები გახდებიან მაკა ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, ვასილ კალანდარიშვილი, ნათია სონღულაშვილი და მაია ჩიგოშვილი. ტელეკომპანია "იმედის" წინა მესაკუთრე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი იყო, რომელმაც ტელევიზია 2021 წლის აგვისტოში ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგს გადასცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24599/65/245996564_144:0:2873:2047_1920x0_80_0_0_7f3acc80bea4e92f2cbacbf022476aea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კომპანიების ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, კომპანიების ახალი ამბები, საქართველოს ბიზნესგარემო , საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
"ტელეიმედის" ჰოლდინგი 1000 ლარად გაიყიდა
"იმედის" 50%-იანი წილის მფლობელი "პრაიმ მედია გლობალი" გახდება, ხოლო 50% მაკა ლომიძისა და მისი ოთხი მოადგილის მფლობელობაში იქნება.
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია "იმედი" და "იმედის ჰოლდინგი", რომელშიც GDS-იც შედის, გაყიდა. ამის შესახებ განცხადება მედიაჰოლდინგის უკვე ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაავრცელა.
კომპანია "ტელეიმედის" მფლობელი "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" წილების გასხვისების შესახებ ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 6 თებერვალს აისახა - "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 100%-იანი წილი "პრაიმ მედია გლობალმა" (PMG) 1000 ლარად შეიძინა. "პრაიმ მედია გლობალის" 100%-იანი წილის მფლობელია ილია მიქელაიშვილი.
როგორც რუხაძე აღნიშნავს, "პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადაწყვიტა, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის "იმედთან" დამშვიდობება".
"ეს გადაწყვეტილება ურთულესია პირადად ჩემთვის, რადგან "იმედთან" და მის თანამშრომლებთან ოცზე მეტი ემოციური და სიამაყით სავსე წელიწადი მაკავშირებს. ამ წლების განმავლობაში, "იმედმა" არაერთხელ დაუმტკიცა მტერს და მოყვარეს, რომ ის ანგარიშგასაწევი ძალა იყო", - წერს რუხაძე.
რუხაძის მტკიცებით, "იმედის" თვითმიზანი არასდროს ყოფილა "ქართული ოცნების" უპირობო მხარდაჭერა. თუმცა, "ქართული ოცნების" მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო.
"შეიძლება ითქვას, რომ გასული 7-8 წლის განმავლობაში, ჩვენი მიზნები მეტ-ნაკლებად შევასრულეთ. დღეს "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები ფაქტობრივად ჩამოიშალნენ. ამ პროცესში "იმედმაც" მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოს ომში ჩართვის საშიშროებაც საკმაოდაა შემცირებული", - ნათქვამია რუხაძის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ "იმედის" ფლობა ბიზნესჯგუფისთვის ეკონომიკურ ინტერესს არ წარმოადგენდა და დამატებით სირთულეებს ქმნიდა ძირითად საინვესტიციო საქმიანობაში.
მედიაჰოლდინგის ყოფილი მფლობელის განცხადებით, არჩევანი შეჩერდა "პრაიმ მედია გლობალზე", კომპანიაზე, რომელიც, მისივე თქმით, "მრავალი წელია თანამშრომლობს "იმედთან" რეკლამის გაყიდვაზე".
"არ იყო ადვილი "იმედისთვის" ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ ითავებდა "იმედის" დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში", - წერია ირაკლი რუხაძის განცხადებაში.
ამჟამად "ტელეიმედის" 100%-ის მესაკუთრე "პრაიმ მედია გლობალის" მფლობელი ილია მიქელაიშვილია, თუმცა რუხაძის განცხადებით, მიქელაიშვილმა მომდევნო სამი თვის ვადაში კომპანიის 50% უნდა გადაუფორმოს "იმედის" გენერალურ დირექტორ მაკა ლომიძეს და მის 4 მოადგილეს. შესაბამისად, "იმედის" თანამფლობელები, ათ-ათი პროცენტის მფლობელები გახდებიან მაკა ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, ვასილ კალანდარიშვილი, ნათია სონღულაშვილი და მაია ჩიგოშვილი.
ტელეკომპანია "იმედის" წინა მესაკუთრე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი იყო, რომელმაც ტელევიზია 2021 წლის აგვისტოში ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგს გადასცა.